როგორია რეგიონების მიხედვით დაკრედიტება და სად გასცეს ბანკებმა ყველაზე მეტი სესხი
კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების 61%-ი თბილისშია გაცემული.
სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის მაისის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებმა რეგიონების მიხედვით სულ 25 305,0 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 15 465,9 მლნ ლარის სესხის გაცემა თბილისი ფიქსირდება.
რეგიონებში გაცემული სესხების მიხედვით მეორეა იმერეთია, სადაც საანგარიშო პერიოდისთვის გაცემული სესხების მოცულობამ 2 045,7 მლნ ლარი შეადგინა, ანუ მთლიანი სესხებს 8%-ი.
რეგიონებში გაცემული სესხების 7%-ი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე ფიქსირდება, სადაც მაისის ბოლოსთვის გაცემული სესხების რაოდენობამ 1 875,1 მლნ ლარი შეადგინა. შემდეგ მოდის კახეთი, სადაც გაცემული სესხების მოცულობამ 1 597,1 მლნ ლარი შეადგინა.
სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში მაისის ბოლოსთვის გაცემული სესხების მოცულობამ 1 135,6 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ქვემო ქართლში 1 249,1 მლნ ლარი.
იმავდროულად, მაისის ბოლოსთვის შიდა ქართლში გაცემული სესხების მოცულობამ 976,3 მლნ ლარი შეადგინა, სამცხე ჯავახეთში 642,4 მლნ ლარი, გურიაში 185,8 მლნ ლარი, მცხეთა-მთიანეთში 93,4 მლნ ლარი, ხოლო რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 38,8 მლნ ლარი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826