როგორია საბერძნეთისა და საქართველოს მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობები
საქართველოსა და საბერძნეთს შორის ორმხრივი საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 132 760.0 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 64 624.2 ათას დოლარს შეადგენდა.
2026 წლის ცხრა თვეში საქართველომ საბერძნეთში 19 107.7 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაგზავნა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 19 954.0 ათასი დოლარის. კლება 4.24%-ია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საბერძნეთში ყიდის:
• ფეროშენადნობები - 10 871.8 ათასი დოლარი;
• თხილი და სხვა კაკალი - 2 561.8 ათასი დოლარი;
• ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 2 453.7 ათასი დოლარი;
• ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 783.2 ათასი დოლარი;
• კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი - 532.3 ათასი დოლარი.
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ საბერძნეთიდან 113 652.3 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 44 670.2 ათასი დოლარის. აღნიშნული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საბერძნეთიდან საქართველოში იმპორტი 154.43%-იან ზრდას აჩვენებს.
მიმდინარე სტატისტიკის მიხედვით, საბერძნეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საბერძნეთიდან ყიდულობს:
• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 74 537.0 ათასი დოლარი;
• სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 8 146.0 ათასი დოლარი;
• დო, იოგურტი, კეფირი - 5 541.3 ათასი დოლარი;
• სხვა ნაბეჭდი პროდუქცია, ნაბეჭდი რეპროდუქციებისა და ფოტოგრაფიების ჩათვლით - 3 205.8 ათასი დოლარი;
• მატარებლები მზა, ჩაუწერელი, ხმის ჩაწერის ან სხვა ანალოგიური მოვლენების ჩაწერისათვის - 2 741.6 ათასი დოლარი.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
23.10.2026.17:03
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9090 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5971 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5971 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5973 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9090 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9137 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0047 ლარი შეადგინა.