როგორია საქართველო-გერმანიის ეკონომიკური კავშირები - ვაჭრობა და ინვესტიციები
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ გერმანიიდან 118,160.34 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა, ხოლო ექსპორტმა 12,329.64 ათასი დოლარი (პროდუქტის ღირებულება) შეადგინა .
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მონაცემებით, ექსპორტი ორ თვიან ჭრილში 10%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო იმპორტი 64%-იან ზრდას.
2022 წლის იანვარ-თებერვალში გერმანიაში ექსპორტზე 11,194.81 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქტი გავიდა და 71, 918.78 ათასი დოლარის ღირებულების იმპორტირდა.
ბოლო 14 წლის სტატისტიკით გერმანიიდან საქართველოში პროდუქციის იმპორტის კუთხით რეკორდული 2022 წელი იყო, რა დროსაც ქვეყანაში 673,360.93 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა.
ექსპორტის კუთხით კი რეკორდულია 2016 წელია, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან გერმანიაში 85,486.55 ათასი დოლარს ღირებულების პროდუქცია შევიდა.
2022 წლის მონაცემებით გერმანიაში პირველი საექსპორტო პროდუქცია თხილი და სხვა კაკალი იყო.
Top 5 პროდუქტი რასაც გერმანიაში ვყიდით:
TOP 5 პროდუქტი, რომელიც გერმანიიდან შემოდის:
რაც შეეხება ინვესტიციებს 2022 წელის გერმანიიდან საქართველოში კაპიტალდაბანდებამ 34 712,4 მლნ დოლარი შეადგინა.
ბოლო 10 წელიწადში გერმანიიდან საქართველოში ინვესტირებული კაპიტალის სტატისტიკა:

ჯამში 2012-დან 2022 წლის ჩათვლით გერმანიიდან საქართველოში 342 419,1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826