მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები

news image
mbc image

საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტი 23%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ექსპორტზე 795,424.47 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა, მაშინ როდესაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 649,187.10 ათასი დოლარის დონეზე იყო.

საქართველოდან ყაზახეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია, რომელზედაც ექსპორტის 87%-ია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ყაზახეთში ყიდის:

  • მსუბუქი ავტომობილები - 693,794.02 ათასი დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 28,418.37 ათასი დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 15,343.15 ათასი დოლარი;
  • მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები - 11,705.34 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 9,762.03 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ყაზახეთიდან იმპორტს, ზრდა 117%-ის დონეზეა. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის 11 თვეში საქართველომ 58,032.25 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის 11 თვეში კი 26,761.59 ათასი დოლარის. 

ყაზახეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომელზედაც იმპორტის 19%-ი მოდის. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ყაზახეთიდან ყიდულობს:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 11,033.10 ათასი დოლარი;
  • ნაწარმი შავი ლითონებისაგან, გამოსაყენებელი სარკინიგზო და ტრამვაის ლიანდაგებისათვის - 5,417.92 ათასი დოლარი;
  • საფრენი აპარატები სხვა - 3,700.00 ათასი დოლარი;
  • საშუალებები თმებისათვის - 3,404.31 ათასი დოლარი;
  • ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული - 2,730.25 ათასი დოლარი.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა