მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია საქართველოს და არაბთა გაერთიანებულ საამიროების სავაჭრო ურთიერთოებები

news image
mbc image

არაბთა გაერთიანებული საამიროებში ექსპორტი 11%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ არაბთა გაერთიანებული საამიროებში 26,420.23 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაიტანა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 23,873.64 ათასი დოლარის შესაბამისად ზრდა 10,7%-ია. 

საქსტატის მონაცემებით, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია, სწორედ მასზე მოდის ამ ქვეყანაში მთლიანი ექსპორტის 23%-ი, მეორე ადგილზე საფრენი აპარატებია 19%-ით.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყიდის:

  • მსუბუქი ავტომობილები - 5,975.31 ათასი დოლარი;
  • საფრენი აპარატები სხვა - 5,095.20 ათასი დოლარი;
  •  გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 3,540.39 ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1,473.02 ათასი დოლარი;
  • ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 1,433.81 ათასი დოლარი;

ბოლო წლებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტი მზარდია. 2023 წელს საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტიდან 53,844.55 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება იმპორტს, აქ 6 თვის მაჩვენებლებით 20%-იანი კლება ფიქსირდება. თუ 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 140,546.01 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 175,146.90 ათასი დოლარი შეადგინა, შესაბამისად კლება 19,8%-ია. 

არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მობილური ტელეფონებია, სწორედ მასზე მოდის მთლიანი იმპორტის 46%-ი.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან ყიდულობს:

  •  სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 64,669.74 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 9,000.69 ათასი დოლარი; 
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 5,422.26 ათასი დოლარი;
  • საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 4,562.10 ათასი დოლარი;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 3,918.32 ათასი დოლარი;

2023 წლის ბოლოს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ქალაქ დუბაიში ხელი მოაწერეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა − თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა. მათ თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს, რომ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება სერიოზული საფუძველი და სტიმული იქნება ქვეყნებს შორის როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე საინვესტიციო თანამშრომლობის მიმართულებით.  

„საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება მყარი საფუძველი იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ორ ქვეყანას შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის ყოვლისმომცველი და მაღალი დონის შეთანხმება, რომელიც ემსახურება საქონლითა და სერვისებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას და აერთიანებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა ასპექტს, რაც უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობას ყველა მხარისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოდან ემირატებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97,5%. საქართველოსთვის გაიხსნება 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალ მსყიდველობისუნარიანი ბაზარი. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.

ხუთ წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ, კიდევ უფრო მეტი ქართული წარმოშობის პროდუქტი ისარგებლებს სატარიფო შეღავათით. შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავებას, სავაჭრო ბრუნვის ზრდას და არსებული სავაჭრო პოტენციალის სრულად გამოყენებას.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა