მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია საქართველოს და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკური ურთიერთობები

news image
mbc image

2024 წელს საქართველოს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 14 889 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც წლიურ ჭრილში 5%-ანი კლებაა. 2023 წელს ქვეყანამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 15 635 საერთაშორისო ვიზტორი მიიღო, 2022 წელს კი 13 146. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკით, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი 2023 წელს სტუმრობდა. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის ფრენებს რამდენიმე ავიაკომპანია ასრულებს.

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ქალაქ დუბაიში 2023 წელს გაფორმდა და შეთანხმების ამოქმედების შემდგომ მყისიერად მოიხსნა საიმპორტო ტარიფი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, როგორიცაა საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი, და ა.შ.

როგორც მაშინ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერა განაცხადა, ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი დოკუმენტია, საქართველო კი არაბული ბიზნესისთვის საინტერესო მიმართულება. 

ხუთ წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ, კიდევ უფრო მეტი ქართული წარმოშობის პროდუქტი ისარგებლებს სატარიფო შეღავათით. შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავებას, სავაჭრო ბრუნვის ზრდას და არსებული სავაჭრო პოტენციალის სრულად გამოყენებას.

საგულისხმოა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ექსპორტი 23%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტის მიმართულებით კლება 13%-ის დონეზეა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 41,708.45 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2023 წელს კი 53,844.55 ათასი დოლარის. კლება 22,5%-ია. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტმა თავის მაქსიმუმს 2013 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ  საამიროებში 69,671.03 ათასი დოლარის პროდუქცია გადაზიდა.

2024 წლის სტატისტიკით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.

TOP 5 პროდუქტი, რაც საქართველოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაყიდა:

  •  მსუბუქი ავტომობილები - 9,239.70 ათასი დოლარი;
  •  საფრენი აპარატები სხვა - 5,095.20 ათასი დოლარი;
  • ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 3,831.43 ათასი დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 3,562.64 ათასი დოლარი;
  •  ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1,685.13 ათასი დოლარი;

რაც შეეხება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან იმპორტს, 2024 წელს საქართველომ 333,107.76 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წელს კი 384,270.83 ათასი დოლარის. კლება 13,3%-ია. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მობილური ტელეფონებია.

TOP 5 პროდუქტი, რაც საქართველო არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობს:

  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 165,919.94 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 15,289.97 ათასი დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 13,488.84 ათასი დოლარი;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 11,824.86 ათასი დოლარი;
  •  ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 9,475.16 ათასი დოლარი;

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა