მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია საქართველოს და ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები 2024 წლის ჭრილში

news image
mbc image

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 2%-იან კლებას, ხოლო იმპორტი 21%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის განმავლობაში საქართველომ ჩინეთში 303,133.87 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა, ხოლო 2023 წელს 310,888.42 ათასი დოლარის. კლებამ 2,4%-ი შეადგინა. საქართველოდან ჩინეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მადნები და კონცენტრატები, რომელზეც ამ ქვეყანაში ექსპორტის 60%-ი მოდის.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთში ყიდის: 

  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 180,858.43 ათასი დოლარი,
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 39,069.06 ათასი დოლარი,
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 28,508.04 ათასი დოლარი,
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 22,991.71 ათასი დოლარი,
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 9,242.77 ათასი დოლარი,

რაც შეეხება ჩინეთიდან იმპორტს, აქ ზრდა 21,2%-ის დონეზეა. 2024 წელს საქართველომ ჩინეთიდან 1,612,282.83 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის განმავლობაში კი 1,329,455.97 ათასი დოლარის. 2024 წლის მაჩვენებლებით ჩინეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი სატვირთო ავტომობილებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთიდან ყიდულობს: 

  • სატვირთო ავტომობილები - 58,643.70 ათასი დოლარი,
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 51,993.35 ათასი დოლარი,
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 51,453.41 ათასი დოლარი,
  • მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 44,114.33 ათასი დოლარი,
  • მსუბუქი ავტომობილები - 39,557.73 ათასი დოლარი.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა