მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია საქართველოს და საფრანგეთის სავაჭრო ურთიერთობები

news image
mbc image

საფრანგეთიდან იმპორტი 12%-ითაა გაზრდილი, ხოლო ექსპორტი 2%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ საფრანგეთიდან 252,311.75 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 225,194.79 ათასი დოლარის შესაბამისად ზრდა 12.04%-ის დონეზეა. 

საფრანგეთიდან იმპორტის კუთხით ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი სასმელების წარმოებაში გამოსაყენებელი ნარევებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საფრანგეთიდან ყიდულობს: 

  • ნარევები გამოსაყენებელი სასმელების წარმოებაში - 31,159.44 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 29,338.84 ათასი დოლარი,
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 17,293.02 ათასი დოლარი,
  • შაქარი - 14,633.75 ათასი დოლარი,
  • სატვირთო ავტომობილები - 10,606.22 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ექსპორტს, აქ კლება 2,1%-ის დონეზეა. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერი საქართველომ ექსპორტზე 37,852.95 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2027 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 38,679.87 ათასი დოლარის. საქართველოდან საფრანგეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ელექტრული წყალგამახურებლებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საფრანგეთში ყიდის:

  • ელექტრული წყალგამახურებლები - 11,650.38 ათასი დოლარი,
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 9,128.11 ათასი დოლარი,
  • თხილი და სხვა კაკალი - 4,100.79 ათასი დოლარი,
  •  ფეროშენადნობები - 3,531.58 ათასი დოლარი,
  • ფოთლები, ტოტები და მცენარეების სხვა ნაწილები - 2,065.62 ათასი დოლარი.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა