მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

news image
mbc image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. 

აბაშიშვილმა სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზებიც მიმოიხილა და განაცხადა, რომ EBRD-ის მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს მაჩვენებლები უფრო მაღალია ვიდრე სომხეთის და აზერბაიჯანის. 

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასეთია: მსოფლიო ბანკი - 6%, EBRD - 6%, საერთაშორისო სავალუტო ფონდი - 6%, და ასევე S&P Global, რომელიც წამყვანი სარეიტინგო კომპანიაა - 5,7%.

ანუ ხედავთ, რომ თითოეული მათგანი გვეუბნება, რომ 2025 წელს ჩვენ გვექნება განსაკუთრებულად მაღალი ეკონომიკური ზრდა. ცხადია ვერ მივანიჭებ დიდ პატივს, ცხადია ზოგიერთის გვარი არც მახსოვს და არ ვიცნობ, იმ ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ ხოლმე მოექსპერტო თუ ყოფილი ჩინოვნიკის ტიტულით, საქართველოს ეკონომიკის აპოკალიფსზე. მე აქ არაფერს არ დავამტკიცებ, უბრალოდ შევხედოთ ის ხალხი რას ლაპარაკობს და რას ამბობენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. 

EBRD-ის პროგნოზში ჩვენ ვხედავთ, რომ ის აღარ მოიცავს და ამოწურულად აცხადებს ომის პერიოდში რუსეთიდან შემოდინებებს, ე.წ. ომი ეფექტს. მანამდე ის პატივცემული „მავანნი“ გვეუბნებოდნენ, რომ თურმე საქართველოს ეკონომიკის მთავარი მასტიმულირებელი ფაქტორი იყო ე.წ. ომის ეფექტი, რუსეთიდან შემოდინებები და ასე შემდეგ. EBRD-ის ამ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ნაწილი ამოწურულია და მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკას ექნება ეს ზრდა. კიდევ ერთი დეტალი: ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ 2024 წელს საქართველოში ტურიზმი ჩავარდა. კიდევ ერთხელ, EBRD-ის ამ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც დაფიქსირდა 2024 წელს, ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო განსაკუთრებულად მაღალი შემოსავლები ტურიზმიდან. კიდევ ერთი ნაწილი, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ სებ-ი ცუდად მუშაობდა, სებ-ს თურმე რეზერვები არ უნდა გაეყიდა და ასე შემდეგ. EBRD-ის ეს დასკვნა ჩვენ გვეუბნება, რომ სებ-მა 2024 წელს იმუშავა ძალიან კარგად, რისი მაჩვენებელიც არის ინფლაციის დაბალი დონე. მან ძალიან სწორად მართა რეფინანსირების განაკვეთი და ასეთივე მოლოდინი აქვთ შემდეგშიც. კიდევ ერთხელ, ყველა ეს ფაქტორი არის EBRD-ის დასკვნის შედეგი. კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც მინდა აქ აღვნიშნო როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზარდა, გაიზარდა სექტემბრის შეფასების შემდგომ. და ის გაიზარდა 1,4%-ით. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ, კიდევ ერთი აპოკალიფსის დახატვა, რომ თურმე არჩევნების შემდეგ რაღაც საოცრება უნდა მომხდარიყო - სწორედ არჩევნების შემდეგ, ე.ი. სექტემბერში გვეუბნებოდნენ, რომ  2025 წელს ეკონომიკური ზრდა 1,4%-ით ნაკლები გვექნებოდა, სწორედ არჩევნების შემდგომ გაზარდეს გაზარდეს პროგნოზი 1,4%-ით. დიახ, ახალი განახლებით, გუშინდელი განახლებით, EBRD-მ ჩათვალა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა გაიზრდებოდა უფრო მეტად, ვიდრე ეს იყო ამ პრეაპოკალიფსურ მოლოდინებზე, რომელიც სექტემბერში იყო დახატული. 

როდესაც კანდიდატ ქვეყნებზე ვსაუბრობთ ხოლმე, შემცირებულია ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკრაინაშიც და მოლდოვაშიც. თუმცა უკრაინის ნაწილი გასაგებია. ანუ სექტემბრის შემდგომ, მოლდოვაში როდესაც მთელი საქართველო იყო აღტკინებული, რომ საოცრად დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, EBRD-მ ჩათვალა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მოლდოვისთვის შეემცირებინა.

ეს მაჩვენებელი, რომელიც EBRD-მ დააფიქსირა არის ყველაზე მაღალი ჩვენს რეგიონში. რა თქმა უნდა ვუსწრებთ სომხებს, რა თქმა უნდა ვუსწრებთ აზერბაიჯანს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა