მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების სავაჭრო ურთიერთობები

news image
mbc image

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ექსპორტი 23%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტის მიმართულებით კლება 13%-ის დონეზეა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 41,708.45 ათასი დოლარის პროდუქცია გაიყიდა, 2023 წელს კი 53,844.55 ათასი დოლარის. კლება 22,5%-ია. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტმა თავის მაქსიმუმს 2013 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ  საამიროებში 69,671.03 ათასი დოლარის პროდუქცია გადაზიდა,

2024 წლის სტატისტიკით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.

TOP 5 პროდუქტი, რაც საქართველოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაყიდა:

  •  მსუბუქი ავტომობილები - 9,239.70 ათასი დოლარი;
  •  საფრენი აპარატები სხვა - 5,095.20 ათასი დოლარი;
  • ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 3,831.43 ათასი დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 3,562.64 ათასი დოლარი;
  •  ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1,685.13 ათასი დოლარი;

რაც შეეხება არაბთა გაერთიანებული სააიროებიდან იმპორტს, 2024 წელს საქართველომ ამ ქვეყნიდან 333,107.76 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წელს კი 384,270.83 ათასი დოლარის. კლება 13,3%-ია. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მობილური ტელეფონებია.

TOP 5 პროდუქტი, რაც საქართველო არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობს:

  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 165,919.94 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 15,289.97 ათასი დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 13,488.84 ათასი დოლარი;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 11,824.86 ათასი დოლარი;
  •  ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 9,475.16 ათასი დოლარი;
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა