როგორია საქართველოსა და შვეიცარიის სავაჭრო ურთიერთობები
შვეიცარიაში ექსპორტი 21%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 13%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ შვეიცარიაში 92,235.47 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა. მიმდინარე მაჩვენებელი კი წლიურ ჭრილში 21%-ითაა გაზრდილი, რადგანაც 2923 წლის ათ თვეში საქართველომ შვეიცარიაში 76,007.79 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა. ირკვევა, რომ საქართველოდან შვეიცარიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ოქროა, რომელზედაც მთელი ექსპორტის 86%-ი მოდის.
TOP 10 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიაში ყიდის:
ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 79,282.61 ათასი დოლარი,
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 5,974.85 ათასი დოლარი,
სუნამოები და ტუალეტის წყალი - 2,267.01 ათასი დოლარი,
კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 1,162.25 ათასი დოლარი,
თხილი და სხვა კაკალი - 1,013.73 ათასი დოლარი.
რაც შეეხება იმპორტს, შვეიცარიიდან იმპორტი 13%-ითაა გაზრდილი. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ შვეიცარიიდან 135,468.47 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. მაშინ როდესაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში შვეიცარიიდან იმპორტმა 120,170.94 ათასი დოლარი შეადგინა. შვეიცარიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტებია.
TOP 10 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიიიდან ყიდულობს:
ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 47,028.58 ათასი დოლარი,
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 42,883.28 ათასი დოლარი,
გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 6,469.73 ათასი დოლარი,
მსუბუქი ავტომობილები - 3,039.22 ათასი დოლარი,
ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 2,215.61 ათასი დოლარი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826