მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების იანვარ - მაისის მაჩვენებლები

news image
mbc image

„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით შემოსულობების წლიური გეგმა განსაზღვრულია 24,569.5 მლნ ლარის ოდენობით. 2024 წლის იანვარ-მაისში შემოსულობების შესრულება შეადგენს 10,115.6 მლნ ლარს (წლიური გეგმის 41.2%) და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1,038.6 მლნ ლარით (11.4%-ით) აღემატება.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გადასახდელების წლიური გეგმა განსაზღვრულია 25,030.4 მლნ ლარის ოდენობით. 2024 წლის იანვარ-მაისში გადასახდელების შესრულება შეადგენს 9,870.1 მლნ ლარს (წლიური გეგმის 39.4%) და 1,651.1 მლნ ლარით (20.1%-ით) მეტია წინა წლის 5 თვის მაჩვენებელთან შედარებით.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 6 თვის

გეგმა[1] განსაზღვრულია 11,710.5 მლნ ლარით, ხოლო 5 თვის შესრულება მის 86.4%-ს შეადგენს. რაც შეეხება შემოსულობების შესრულებას კომპონენტების მიხედვით, 6 თვის გეგმის მიმართ, კარგი შესრულების დონით ხასიათდება შემოსავლების (87.2%), არაფინანსური აქტივების კლებისა (84.6%) და ფინანსური აქტივების კლების (79.5%) მაჩვენებლები, ხოლო ვალდებულებების ზრდის კომპონენტი შედარებით დაბალი შესრულების მაჩვენებლით გამოირჩევა და 6 თვის გეგმის 78.9%-ს შეადგენს.

ახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების 6 თვის გეგმა განსაზღვრულია 11,869.4 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო 5 თვის შესრულება 6 თვის გეგმის 83.2%-ს შეადგენს. რაც შეეხება გადასახდელების შესრულებას კომპონენტების მიხედვით, ყველაზე დიდი წილის მქონე კომპონენტის, ხარჯების, შესრულების მაჩვენებელი 6 თვის გეგმის 82.5%-ს უტოლდება. შესრულების კარგი მაჩვენებელი აქვს არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტს (88.1%). გადაჭარბებით გამოირჩევა ფინანსური აქტივების ზრდის მაჩვენებელი (6 თვის გეგმის 153.9%), ვალდებულებების კლების კომპონენტს კი შესრულების შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს (6 თვის გეგმის 74.5%).

2024 წლის იანვარ-მაისში:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 10,115.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 41.2%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 86.4%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 84.6%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე,  წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 9,870.1მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 39.4%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 83.2%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 79.7%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, 2022-2023 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო მისი წილი გადასახდელებში აღემატება 2023 წლის მონაცემს და ჩამორჩება 2022 წლის მაჩვენებელს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 245.5 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 ივნისისთვის 1,822.8მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა