მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.8
-0.0052
flag
AZN 1.5277
0
flag
CNY 38.935
-0.0004
flag
EUR 2.9082
-0.0008
flag
GBP 3.4665
-0.0084
flag
KZT 57.36
-0.0009
flag
TRY 0.0522
0
flag
USD 2.5966
-0.0005
news banner

როგორია საქართველო-იაპონიის სავაჭრო ურთიერთობები

news image
mbc image

მიმდინარე მაჩვენებლებით საქართველოდან იაპონიაში ექსპორტიც და იმპორტიც შემცირებულია.

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ იაპონიაში 934.6 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 079.5 ათასი დოლარის. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლებით საქართველოდან იაპონიაში ექსპორტი 13%-ით არის შემცირებული. საქართველოდან იაპონიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ხილი და ბოსტნეულია.

TOP 3 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიაში ყიდის:

  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 630.5 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 192.8 ათასი დოლარი;
  • ალუმინი დაუმუშავებელი - 83.7 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იაპონიიდან საქართველოში იმპორტს, 2026 წლის სამ თვეში მან 67 010.0 ათასი დოლარი შეადგინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 101 693.6 ათასი დოლარის. შესაბამისად იაპონიიდან იმპორტი 34%-ით არის შემცირებული. 

TOP 3 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 62 492.2  ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 1 059.5 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 594.6 ათასი დოლარი;

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენს მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის აგვისტოში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 30.9%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

27.10.2026.15:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება – აგვისტო 2026” აქვეყნებს. ,,2026 წლის აგვისტოში გაყიდვები, სეზონური ტენდენციის შესაბამისად, თვიურად შემცირდა, თუმცა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე წინა წლის დონეს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ საპროცენტო
განაკვეთების შემცირება ბაზრის აქტივობას კვლავ ხელს უწყობდა. მიწოდების მხარეს, ზედიზედ ორთვიანი ზრდის შემდეგ, გაცემული ნებართვების ფართობი წლიურად შემცირდა. ფასის ზრდა ორივე ბაზარზე გაგრძელდა, ხოლო ქირის ფასის ზრდამ ქირის შემოსავლიანობა 8.7%-მდე გაზარდა. 2026 წლის აგვისტოში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,429 შეადგინა, აქედან:

• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 10.8%-ით გაიზარდა და 1,781
შეადგინა (2026 წლის 8 თვეში +15.9% წ/წ).

• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული
რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 28.4%-ით გაიზარდა და 1,648 შეადგინა
(2026 წლის 8 თვეში +20.7% წ/წ), რაც ნაწილობრივ გასული წლის დაბალი
ბაზის ეფექტით არის განპირობებული.

• ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით,
რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026
წლის აგვისტოში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 30.9%-ით
გაიზარდა (2026 წლის 8 თვეში +31.6% წ/წ).

2026 წლის 8 თვეში, თბილისში სულ 30,703 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+27.3% წ/წ). 2026 წლის აგვისტოში, ზედიზედ ორთვიანი ზრდის შემდეგ, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი წლიურად 15.2%-ით შემცირდა (123,711 კვ.მ 15 საცხოვრებელ პროექტში). ჯამურად, 2026 წლის 8 თვეში გაცემული ნებართვების ფართობი წლიურად 2.2%-ით არის შემცირებული და წინა წლის ანალოგიურ დონესთან ახლოს რჩება.

2026 წლის აგვისტოში, უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე თვიურად
ზომიერად 0.4%-ით გაიზარდა (+6.8% წ/წ) 1,432 აშშ დოლარამდე. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) საშუალო ფასი თვიურად 2.0%-ით გაიზარდა და 1,399 აშშ დოლარი შეადგინა (+7.9% წ/წ).2026 წლის აგვისტოში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი თვიურად 2.7%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 10.4 აშშ დოლარი შეადგინა, ქირის ამონაგებმა კი - 8.7%”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა