მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

როგორია საქართველო-იტალიის მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობები

news image
mbc image

იტალიაში ექსპორტი 84%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი 5%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ იტალიაში 87 214.6 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 47 035.2 ათასი დოლარის. ზრდა 85.4%-ის დონეზეა. საქართველოდან იტალიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 30 389.5 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 27 921.7 ათასი დოლარი;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 13 522.2 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 4 681.6 ათასი დოლარი;
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 1 900.3 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს, ზრდა 4.7%-ია. 2025 წელს საქართველომ იტალიიდან 396 715.3 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 378 922.8 ათასი დოლარის. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 28 532.3 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 13 552.1 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 13 182.1 ათასი დოლარი;
  • ცენტრალური გათბობის ქვაბები - 9 811.8 ათასი დოლარი;
  • საშუალებები თმებისათვის - 9 226.4 ათასი დოლარი;
banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის აგვისტოში, თბილისში უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე თვიურად ზომიერად 0.4%-ით გაიზარდა (+6.8% წ/წ) $1,432-მდე | Galt & Taggart

27.10.2026.19:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება – აგვისტო 2026” აქვეყნებს. ,,2026 წლის აგვისტოში გაყიდვები, სეზონური ტენდენციის შესაბამისად, თვიურად შემცირდა, თუმცა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე წინა წლის დონეს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ საპროცენტო
განაკვეთების შემცირება ბაზრის აქტივობას კვლავ ხელს უწყობდა. მიწოდების მხარეს, ზედიზედ ორთვიანი ზრდის შემდეგ, გაცემული ნებართვების ფართობი წლიურად შემცირდა. ფასის ზრდა ორივე ბაზარზე გაგრძელდა, ხოლო ქირის ფასის ზრდამ ქირის შემოსავლიანობა 8.7%-მდე გაზარდა. 2026 წლის აგვისტოში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,429 შეადგინა, აქედან:

• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 10.8%-ით გაიზარდა და 1,781
შეადგინა (2026 წლის 8 თვეში +15.9% წ/წ).

• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული
რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 28.4%-ით გაიზარდა და 1,648 შეადგინა
(2026 წლის 8 თვეში +20.7% წ/წ), რაც ნაწილობრივ გასული წლის დაბალი
ბაზის ეფექტით არის განპირობებული.

• ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით,
რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026
წლის აგვისტოში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 30.9%-ით
გაიზარდა (2026 წლის 8 თვეში +31.6% წ/წ).

2026 წლის 8 თვეში, თბილისში სულ 30,703 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+27.3% წ/წ). 2026 წლის აგვისტოში, ზედიზედ ორთვიანი ზრდის შემდეგ, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი წლიურად 15.2%-ით შემცირდა (123,711 კვ.მ 15 საცხოვრებელ პროექტში). ჯამურად, 2026 წლის 8 თვეში გაცემული ნებართვების ფართობი წლიურად 2.2%-ით არის შემცირებული და წინა წლის ანალოგიურ დონესთან ახლოს რჩება.

2026 წლის აგვისტოში, უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე თვიურად
ზომიერად 0.4%-ით გაიზარდა (+6.8% წ/წ) 1,432 აშშ დოლარამდე. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) საშუალო ფასი თვიურად 2.0%-ით გაიზარდა და 1,399 აშშ დოლარი შეადგინა (+7.9% წ/წ).2026 წლის აგვისტოში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი თვიურად 2.7%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 10.4 აშშ დოლარი შეადგინა, ქირის ამონაგებმა კი - 8.7%”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა