როგორია საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკა
საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი გაზრდილია, მზარდია მისი იმპორტიც. 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით საქართველომ 421.7 ათასი დოლარის ღირებულების 6 498 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. 2025 წლის ორი თვის სტატისტიკით კი ექსპორტი 416 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგიას შეადგენდა. შესაბამისად საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 1462%-ით არის გაზრდილი. 2025 წლის ორ თვეში საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის საერთო ღირებულება 27.1 ათასი დოლარი იყო.
ქვეყნები, სადაც საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს:
რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტს, 2026 წლის ორი თვის სტატისტიკით მან 29 818.2 ათასი დოლარი შეადგინა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წელს საექსპორტო ბაზრებზე 851 695 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. 2025 წლის ორ თვეში კი 19 810.5 ათასი დოლარის ღირებულების 722 629 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტია დაფიქსირებული.
ქვეყნები, საიდანაც საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს ახდენს:
სხვა სიახლეები
ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად - ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული l ირაკლი ნადარეიშვილი
24.08.2026.22:46
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სხვადასხვა სივრცეებია წარმოდგენილი, მათ შორის, საქართველოსთვის და ალბათ რეგიონისთვისაც უნიკალური ტექნოლოგიური სამეცნიერო მუზეუმი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი.
მისივე თქმით, ჰაბისადმი ინტერესი მაღალია. ამავდროულად ტექნოჰაბი TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად ემზადება.
„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული", - აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი.
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800 - მდე ვიზიტორი ეწვია.