როგორია საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ბაზარი
2025 წელს საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტიდან 23 524.0 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო მიიღო. 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 49 128.3 ათასი დოლარის დონეზე იყო.
საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წელს საქართველოდან საექსპორტო ბაზრებზე 510 483 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, 2024 წელს კი 1 107 008 ათასი კვტ.სთ. შესაბამისად წლიურ ჭრილში ელექტროენერგიის ექსპორტი 54%-იან კლებას აჩვენებს. 2025 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის.
ქვეყნები, სადაც საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა:
რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტს, ის 2025 წელს გაიზარდა. 2025 წელს საქართველომ
47 814.6 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა. უფრო კონკრეტულად, 2025 წელს ქვეყანაში 1 557 216 ათასი კვტ.სთ. ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, 2024 წელს კი 1 227 512 ათასი კვტ.სთ.
ქვეყნები, საიდანაც საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი მოახდინა:
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826