მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

როგორია საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სავაჭრო ბრუნვა

news image
mbc image

მიმდინარე მაჩვენებლებით საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტზე 245 596.2 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 276 637.0 ათასი დოლარის. შესაბამისად კლება 11.22%-ის დონეზეა. სტატისტიკის მიხედვით საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყიდის:

• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 11 920.4 ათასი დოლარი;
• ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 8 677.0 ათასი დოლარი;
• მსუბუქი ავტომობილები - 8 671.6 ათასი დოლარი;
• სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 2 107.4 ათასი დოლარი;
• თხილი და სხვა კაკალი - 1 846.7 ათასი დოლარი.

რაც შეეხება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან იმპორტს კლება 14.87%-ია. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 200 496.2 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 235 514.3 ათასი დოლარის. ნომერ პირველი პროდუქტი, რასაც საქართველო არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობს სატელეფონო აპარატებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობს:

• სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 98 763.2 ათასი დოლარი;
• მსუბუქი ავტომობილები - 19 156.3 ათასი დოლარი;
• გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 12 331.7 ათასი დოლარი;
• მიკროფონები ხმამაღლამოლაპარაკეები და სხვა - 5 140.5 ათასი დოლარი;
• ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი - 4 174.9 ათასი დოლარი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა | საქსტატი

30.10.2026.11:04

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა.

2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა