როგორია საქართველოსა და ჩინეთის მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობები
საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი საგარეო სავაჭრო ბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2 329 166.8 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1 650 844.5 ათას დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, ზრდა 41.09%-ია.
მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოდან ჩინეთში განხორციელებულმა ექსპორტმა 583 085.9 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 168.74%-ით არის გაზრდილი.
TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო ჩინეთში ახდენს:
• მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 347 718.6 ათასი დოლარი;
• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 103 314.9 ათასი დოლარი;
• მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 84 351.2 ათასი დოლარი;
• კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 13 008.3 ათასი დოლარი;
• ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 9 185.2 ათასი დოლარი.
სტაბილური ზრდა ფიქსირდება ჩინური პროდუქციის იმპორტშიც. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთიდან საქართველოში 1 746 080.9 ათასი დოლარის საქონელი შემოვიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.77%-ით მეტია.
საიმპორტო სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი დიოდებს, ტრანზისტორებსა და ანალოგიურ ნახევარგამტარ ხელსაწყოებს უჭირავთ.
TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო ჩინეთიდან ახდენს:
• დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 135 097.0 ათასი დოლარი;
•მსუბუქი ავტომობილები - 71 103.6 ათასი დოლარი;
•ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - 57 344.9 ათასი დოლარი;
•მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 45 276.3 ათასი დოლარი;
•ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 43 684.1 ათასი დოლარი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826