მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები

news image
mbc image

საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები მზარდ ტრენდზეა. 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 50%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი 4%-ით.

საქსტატის საიტზე განთავსებული მაჩვენებლების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში 686 361.0 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გადაზიდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებით ექსპორტი 456 826.0 ათას დოლარს შეადგენდა. ზრდა 50.2%-ია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირში ყიდის:

  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 116 586.0 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 87 258.5 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 72 665.2 ათასი დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 55 974.2 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 46 762.1 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 29 964.6 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ევროკავშირიდან საქართველოში იმპორტს, მიმდინარე წლის 10 თვის მაჩვენებლებით ის 3 788 690.0 ათას დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 2024 წლის 10 თვეში ეს მაჩვენებელი 3 657 160.0 ათას დოლარს შეადგენდა. წლიური ზრდა 3,5%-ია. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც ევროკავშირი საქართველოში ყიდის:

  • მსუბუქი ავტომობილები - 667 208.0 ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 443 016.0 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 270 770.0 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 80 396.2 ათასი დოლარი;
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 67 410.3 ათასი დოლარი;
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა