მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო ურთიერთობები

news image
mbc image

საქართველოდან გაერთიანებული სამეფოში ექსპორტი შემცირებული, ხოლო იმპორტი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.


საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ გაერთიანებულ სამეფოში 8 705.8 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, რაც 4,5%-ით ნაკლების 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. 2024 წლის 7 თვეში საქართველომ გაერთიანებული სამეფოდან 9 113.8 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა. საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.


TOP 5 პროდუქტი რასაც საქართველო გაერთიანებულ სამეფოში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 4 305.7 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 932.7 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 798.2 ათასი დოლარი;
  • მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 741.2 ათასი დოლარი;
  • მანგანუმის ოქსიდები - 484.5 ათასი დოლარი;

425%-ითაა გაზრდილი გაერთიანებული საამიროებიდან იმპორტიც. 2025 წლის 7 თვეში საქართველომ გაერთიანებული სამეფოდან  448 516.3 ათასი დოლარი პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 85 384.4 ათასი დოლარის. გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულებით შემოსულ პროდუქტებს ნახატები ლიდერობს.

TOP 5 პროდუქტი რასაც საქართველო გაერთიანებულ სამეფოდან ყიდულობს:

  • სურათები, ნახატები და პასტელები, ხელით შესრულებული - 313 060.8 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 37 416.8 ათასი დოლარი;
  • საფრენი აპარატები სხვა - 23 800.5 ათასი დოლარი;
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 14 959.6 ათასი დოლარი;
  • ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 6 370.2 ათასი დოლარი;
  •  
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა