მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.8
-0.0035
flag
AZN 1.5309
-0.0003
flag
CNY 38.8
-0.0006
flag
EUR 2.9115
-0.0148
flag
GBP 3.4395
-0.0083
flag
KZT 58.22
0.0056
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6021
-0.0004
news banner

როგორია საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო ბრუნვა

news image
mbc image

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში მკვეთრად შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 142 780.6 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 68.86%-ით ნაკლებია.

საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში პროდუქციის მიწოდებამ ზრდა აჩვენა. მიმდინარე წლის 7 თვეში საექსპორტო მაჩვენებელმა 14 871.8 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 71.29%-ით არის გაზრდილი.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გაერთიანებულ სამეფოში ყიდის:

ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, ტურბინები აირის სხვა
• ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, ტურბინები აირის სხვა - 4 000.0 ათასი დოლარი;
• ფეროშენადნობები - 3 195.4 ათასი დოლარი;
• მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 1 560.2 ათასი დოლარი;
• რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 1 309.4 ათასი დოლარი;
• ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1 074.8 ათასი დოლარი.

ორმხრივი სავაჭრო კავშირების შემცირების მთავარი ფაქტორი დიდი ბრიტანეთიდან იმპორტის შემცირება გახდა. 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ გაერთიანებული სამეფოდან 127 908.9 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შემოიტანა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი 449 835.7 ათასი დოლარს შეადგენდა (კლებამ 71.56% შეადგინა).

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გაერთიანებული სამეფოდან ყიდულობს:

• მსუბუქი ავტომობილები - 56 944.2 ათასი დოლარი;
• ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 9 239.8 ათასი დოლარი;
• ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 7 399.9 ათასი დოლარი;
• ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 6 635.7 ათასი დოლარი;
• ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი - 2 690.9 ათასი დოლარი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის ტექნიკური იმპორტის საშუალო შეწონილი ფასი 6.5 აშშ ცენტი/კვტ.სთ იყო - Galt & Taggart

08.10.2026.15:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები. 

,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა