მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია საქართველოსა და გერმანიის სავაჭრო დინამიკა

news image
mbc image

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ გერმანიაში ექსპორტზე 11 071.7 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა. ეს მაჩვენებლები 2025 წლის მონაცემებთან შედარებით 7%-იანი ზრდაა. 2025 წლის ორ თვეში საქართველომ გერმანიაში 10 350.3 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა. საქართველოდან გერმანიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიაში ყიდის:

  • თხილი და სხვა კაკალი - 2 930.2 ათასი დოლარი;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 2 037.8 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 995.9 ათასი დოლარი;
  • ნაწარმი ქვის ან სხვა მინერალური ნივთიერებებისაგან - 940.0 ათასი დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 729.6 ათასი დოლარი;

2026 წლის პირველ ორ თვეში გერმანიიდან საქართველოში იმპორტმა 121 321.5 ათასი დოლარი შეადგინა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 172 127.1 ათასი დოლარის. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მიმდინარე მაჩვენებლებით გერმანიიდან იმპორტი 30%-ით არის შემცირებული. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 31 844.9 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 16 745.8 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 4 073.4 ათასი დოლარი;
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 2 583.5 ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 2 443.4 ათასი დოლარი;
banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა