როგორია საქართველოსა და გერმანიის სავაჭრო დინამიკა
2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ გერმანიაში ექსპორტზე 11 071.7 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა. ეს მაჩვენებლები 2025 წლის მონაცემებთან შედარებით 7%-იანი ზრდაა. 2025 წლის ორ თვეში საქართველომ გერმანიაში 10 350.3 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა. საქართველოდან გერმანიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიაში ყიდის:
2026 წლის პირველ ორ თვეში გერმანიიდან საქართველოში იმპორტმა 121 321.5 ათასი დოლარი შეადგინა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 172 127.1 ათასი დოლარის. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მიმდინარე მაჩვენებლებით გერმანიიდან იმპორტი 30%-ით არის შემცირებული.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიიდან ყიდულობს:
სხვა სიახლეები
ეკატერინე გალდავა Swift-ის საგადამხდელო ფორუმზე მომხსენებლად წარდგა
17.09.2026.14:14
თბილისში საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით Swift-ის საგადამხდელო ფორუმი - კავკასია და თურქეთი გაიმართა, რომელიც რეგიონში საგადამხდელო სისტემების განვითარებას, ტრანსსასაზღვრო გადახდების გაუმჯობესებასა და ფინანსური ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას მიეძღვნა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს საგადამხდელო სისტემების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის მიდგომა თანმიმდევრულია - ჯერ ძლიერი შიდა ინფრასტრუქტურის შექმნა, შემდეგ კი ტრანსსასაზღვრო დაკავშირებადობისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით სამი ძირითადი ნაბიჯი გამოიკვეთა. პირველი შიდა საგადამხდელო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაა - მიმდინარე წლის მაისში ეროვნულმა ბანკმა წარმატებით აამოქმედა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და ქლირინგის ახალი სისტემები, რომლებიც ISO 20022 საერთაშორისო სტანდარტს ეფუძნება და საქართველოში გადახდებისთვის თანამედროვე და მდგრად საფუძველს ქმნის. მეორე ნაბიჯი მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვაა, რომელიც უკვე მოწინავე ეტაპზეა და რომელიც 24/7 რეჟიმში მყისიერ გადახდებს უზრუნველყოფს. მესამე მიმართულება კი რეგიონული თანამშრომლობაა - მიმდინარეობს დიალოგი რეგიონის ცენტრალურ ბანკებთან და პარტნიორებთან სტანდარტებისა და საგადამხდელო ინფრასტრუქტურების დაახლოების შესახებ.
„როგორც RTGS და ქლირინგის ახალი სისტემები, ისე მყისიერი გადახდების სისტემა ISO 20022 სტანდარტს ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვქმნით ინფრასტრუქტურას არა მხოლოდ შიდა საჭიროებებისთვის, არამედ სამომავლო ურთიერთთავსებადობის გათვალისწინებით. საბოლოო მიზანი მარტივია - ტრანსსასაზღვრო გადახდები უფრო გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და სწრაფი უნდა გახდეს, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მზარდ ეკონომიკურ კავშირებს“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ “, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ურთიერთთავსებადობა მხოლოდ ტექნიკური საკითხი არაა და ამ პროცესში ცენტრალურ ბანკებთან ერთად კომერციული ბანკები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, ფინტექ კომპანიები და ინფრასტრუქტურის მიმწოდებლები უნდა იყვნენ ჩართული.
ეკატერინე გალდავამ ასევე ისაუბრა შუა დერეფნის განვითარების ფონზე საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, როლზე და აღნიშნა, რომ ფინანსური ინფრასტრუქტურა სატრანსპორტო, სავაჭრო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურასთან ერთად უნდა ვითარდებოდეს.
ღონისძიებას, სახელწოდებით „კავკასიასა და თურქეთში საგადამხდელო სფეროს მომავლის ფორმირება“, დაესწრნენ პოლიტიკის შემქმნელები, ცენტრალური ბანკების, ფინანსური სექტორისა და საერთაშორისო საგადამხდელო ინდუსტრიის წარმომადგენლები.მონაწილეებმა განიხილეს გლობალური ფინანსური სისტემის ფრაგმენტაციის გამოწვევები, საგადამხდელო ინფრასტრუქტურის განახლების მიმდინარე პროცესები და რეგიონული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.