მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია საქართველოსა და ყირგიზეთის მიმდინარე სავაჭრო სტატისტიკა

news image
mbc image

საქართველოსა და ყირგიზეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში მნიშვნელოვანი კლებით ხასიათდება. საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ორ ქვეყანას შორის საერთო სავაჭრო ბრუნვამ 273 754.0 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 39.4%-ით ნაკლებია. 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ეს მაჩვენებელი 451 734.0 ათას დოლარს აღწევდა.

სავაჭრო ბრუნვის კლება ძირითადად განპირობებულია საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტის მოცულობის შემცირებით, რომელიც ორმხრივი ვაჭრობის უდიდეს ნაწილს იკავებს. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში საქართველომ ყირგიზეთის ბაზარზე 272 827.9 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა, მაშინ როდესაც გასული წლის იანვარ-აპრილში ექსპორტის მაჩვენებელი 449 976.5 ათას დოლარს შეადგენდა.

ექსპორტის პარალელურად შემცირებულია ყირგიზეთიდან საქართველოში განხორციელებული იმპორტიც, თუმცა მისი წილი საერთო ბრუნვაში ისედაც მინიმალურია. 2026 წლის იანვარ-აპრილში ყირგიზეთიდან საქართველოში 926.1 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, რაც თითქმის განახევრებული მაჩვენებელია 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, როდესაც იმპორტის ღირებულება 1 757.5 ათას დოლარს შეადგენდა. მიუხედავად საერთო კლებისა, ორმხრივ ვაჭრობაში სალდო კვლავ საქართველოს სასარგებლოდ მკვეთრად დადებითი რჩება.

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა