მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.8
-0.0052
flag
AZN 1.5277
0
flag
CNY 38.935
-0.0004
flag
EUR 2.9082
-0.0008
flag
GBP 3.4665
-0.0084
flag
KZT 57.36
-0.0009
flag
TRY 0.0522
0
flag
USD 2.5966
-0.0005
news banner

როგორია საქართველოსა და ნიდერლანდების მიმდინარე სავაჭრო დინამიკა

news image
mbc image

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 114 038.9 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.5%-ით არის შემცირებული. 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა 118 175.0 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ნიდერლანდებში 14 561.7 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც 34.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, როდესაც ქართულმა ექსპორტმა 22 128.9 ათასი დოლარი შეადგინა.

TOP 5 პროდუქტი, რის  ექსპორტსაც  საქართველო ნიდერლანდებში ახდენს:

  • ფეროშენადნობები - 10 060.1 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 1 455.8 ათასი დოლარი;
  • ცხიმები და ზეთები ცხოველური ან მცენარეული და მათი ფრაქციები - 925.3 ათასი დოლარი;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 574.2 ათასი დოლარი;
  • მანგანუმის ოქსიდები - 260.5 ათასი დოლარი;

ექსპორტისგან განსხვავებით, ზრდის დინამიკა ფიქსირდება ნიდერლანდებიდან პროდუქციის იმპორტის მიმართულებით. 2026 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველომ ნიდერლანდებიდან 99 477.2 ათასი დოლარის იმპორტი განახორციელა, რაც 3.6%-ით აღემატება 2025 წლის იანვარ-აპრილის მონაცემს, როდესაც ქვეყანაში 96 046.1 ათასი დოლარის ნიდერლანდური პროდუქცია შემოვიდა.

TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო ნიდერლანდებიდან ახდენს:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 11 422.2 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 6 595.4 ათასი დოლარი;
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 5 167.6 ათასი დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 4 218.3 ათასი დოლარი;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 3 601.4 ათასი დოლარი;
banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image გეგმაში გვაქვს გავაკეთოთ სრულიად თანამედროვე ტიპის თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური - ლაშა აბაშიძე

27.10.2026.16:36

საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს კომპანიის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე გაეცნო.

მისი განცხადებით, თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური მოძველებული იყო და გარკვეულ სამუშაოებს საჭიროებდა.

„გეგმაში გვაქვს გავაკეთოთ თანამედროვე სადგური, ვაახლებთ ყველა ბაქანს. ვფიქრობთ რომ 10-11 თვის განმავლობაში სრულად მოვახდენთ სადგურის რეაბილიტაციას. გვექნება გაცილებით თანამედროვე სადგური, რომელიც კომფორტული იქნება მგზავრებისთვის." - აცხადებს ლაშა აბაშიძე.

თბილისი ცენტრალში ბაქნების დემონტაჟი უკვე დაწყებულია. პროექტის მიხედვით, ბაქნების გარდა, შეიცვლება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები, გაკეთდება ახალი ესკალატორები, ასევე სახანძრო მაშუქი მოწყობილობები და დამონტაჟდება საავარიო განათება. თბილისი ცენტრალის განახლების ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა