როგორია საქართველოსა და პოლონეთის სავაჭრო ბრუნვა
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველო-პოლონეთის სავაჭრო ბრუნვამ 81 514.7 ათასი დოლარის შეადგინა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 2%-ით არის შემცირებული. 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოსა და პოლონეთის სავაჭრო ბრუნვა 83 431.5 ათასი დოლარია.
საქსტატის მაჩვენებლების მიხვედით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან პოლონეთში ექსპორტი 10%-ით არის შემცირებული. მიმდინარე წელს პოლონეთში იმპორტი 12 585.9 ათასი დოლარი იყო, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13 967.9 ათასი დოლარი შეადგინა.
TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო პოლონეთში ახდენს:
რაც შეეხება პოლონეთიდან იმპორტს, ის 1%-ით არის შემცირებული. 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ პოლონეთიდან 68 928.8 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 69 463.6 ათასი დოლარი იყო.
TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო პოლონეთიდან ახორციელებს:
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, ფინანსური ინოვაციების განვითარებასთან ერთად, უფრო ეფექტიანი და ურთიერთთავსებადი საგადახდო გარემო შევქმნათ - ნათია თურნავა
27.10.2026.18:36
„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პანელურ დისკუსიაში - „ცენტრალური ბანკების პრიორიტეტები 2027 წლისთვის“ მიიღო მონაწილეობა. განხილვის მთავარი თემები გლობალური შოკების პირობებში მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ციფრული ფინანსების განვითარება და რეგიონული ფინანსური ინტეგრაციის გაღრმავება იყო.
ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა 2027 წლისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითად პრიორიტეტებზე, მათ შორის ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობის შენარჩუნებაზე, საერთაშორისო სარეზერვო ბუფერების გაძლიერებასა და დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელებაზე. მისი განცხადებით, მცირე ზომის ღია ეკონომიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რისკების დროულ შეფასებას, თანმიმდევრულ პოლიტიკასა და ფინანსური სისტემის მდგრადობის გაძლიერებას.
პანელზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, ფინტექ-ეკოსისტემის განვითარებასა და ციფრული ფინანსების მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწას. ნათია თურნავამ ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულ რეფორმებთან ერთად სამომავლო პრიორიტეტებზეც ისაუბრა, მათ შორის მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვასა და საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან ურთიერთთავსებადობის გაძლიერებაზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონულ ცენტრალურ ბანკებს შორის მარეგულირებელი თანამშრომლობის მნიშვნელობასაც. მისი შეფასებით, მზარდი სავაჭრო და ფინანსური კავშირების ფონზე, ტრანსსასაზღვრო გადახდების გამარტივება, ინფორმაციის დროული გაცვლა და საზედამხედველო ჩარჩოების დაახლოება ხელს შეუწყობს რეგიონის ფინანსურ მდგრადობასა და კონკურენტუნარიანობას.
„მდგრადობა შოკების რეალიზებამდე უნდა აშენდეს. საქართველოს მსგავსი მცირე ზომის ღია ეკონომიკისთვის სანდო პოლიტიკასა და ადეკვატურ ბუფერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამასთან, ჩვენი მიზანია, ფინანსური ინოვაციების განვითარებასთან ერთად შევქმნათ უფრო ეფექტიანი და ურთიერთთავსებადი საგადახდო გარემო, ხოლო რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობით ხელი შევუწყოთ ეკონომიკური და ფინანსური კავშირების გაღრმავებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
პანელურ დისკუსიაში „ცენტრალური ბანკების პრიორიტეტები 2027 წლისთვის“, ნათია თურნავასთან ერთად ალბანეთის, სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ყაზახეთისა და ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პანელურ დისკუსიას მოდერატორობას უწევდა - გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი სოპნენდუ მოჰანტი.
„თბილისის ფინანსური სამიტი“ 27-28 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება.