მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190.8
0.0066
flag
AZN 1.5558
-0.0003
flag
CNY 38.967
0.0033
flag
EUR 3.0141
-0.0015
flag
GBP 3.4996
0.0044
flag
KZT 55.31
0.0079
flag
TRY 0.0567
0
flag
USD 2.6444
-0.0009
news banner

როგორია საქართველოსა და საფრანგეთის მიმდინარე სავაჭრო დინამიკა - სტატისტიკა

news image
mbc image

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოსა და საფრანგეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ კლება განიცადა. საანგარიშო პერიოდში ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობამ 140,106.5 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.88%-ით ნაკლებია.

სავაჭრო ბალანსში ტრადიციულად იმპორტი ჭარბობს, თუმცა შემცირება დაფიქსირდა როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიმართულებით.

საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან საფრანგეთში 15,439.9 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (19,645.4 ათასი დოლარი) 21.41%-ით ნაკლებია.

TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო საფრანგეთში ახდენს:

  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 4 202.2 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 3 929.8 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 1 819.6 ათასი დოლარი;
  • წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან - 1 136.2 ათასი დოლარი;
  • ფოთლები, ტოტები და მცენარეების სხვა ნაწილები - 912.8 ათასი დოლარი;

რაც შეეხება საფრანგეთიდან საქონლის შემოტანას, კლების ტენდენცია აქაც დაფიქსირდა, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით. 2026 წლის იანვარ-მაისში იმპორტმა 124,666.6 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (129,212.0 ათასი დოლარი) შედარებით 3.52%-იანი კლებაა.

TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო საფრანგეთიდან ახდენს:

  • ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 16 060.2 ათასი დოლარი;
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 11 632.0 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 10 140.0 ათასი დოლარი;
  • სუნამოები და ტუალეტის წყალი - 8 338.3 ათასი დოლარი;
  • ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - 7 987.5 ათასი დოლარი;

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

30.06.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0141 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6444 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6444 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6453 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0141 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0156 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა