მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია საქართველოსა და საფრანგეთის მიმდინარე სავაჭრო დინამიკა - სტატისტიკა

news image
mbc image

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოსა და საფრანგეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ კლება განიცადა. საანგარიშო პერიოდში ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობამ 176 879.1 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.92%-ით ნაკლებია.

საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან საფრანგეთში 18 725.7 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (22 013.2 ათასი დოლარი) 14.93%-ით ნაკლებია.

TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო საფრანგეთში ახდენს:

• თხილი და სხვა კაკალი - 4 293.7 ათასი დოლარი;
• ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 4 202.2 ათასი დოლარი;
• ფეროშენადნობები - 3 253.2 ათასი დოლარი;
• წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან - 1 241.6 ათასი დოლარი;
• ფოთლები, ტოტები და მცენარეების სხვა ნაწილები - 1 082.3 ათასი დოლარი;

რაც შეეხება საფრანგეთიდან საქონლის შემოტანას, კლების ტენდენცია აქაც დაფიქსირდა, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით. 2026 წლის იანვარ-ივლისში იმპორტმა 158 153.4 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (160 196.7 ათასი დოლარი) შედარებით 1.28%-იანი კლებაა.

TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო საფრანგეთიდან ახდენს:

• ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 20 889.8 ათასი დოლარი;
• სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 15 547.8 ათასი დოლარი;
• კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 15 026.8 ათასი დოლარი;
• სუნამოები და ტუალეტის წყალი - 10 322.9 ათასი დოლარი;
• ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - 8 643.7 ათასი დოლარი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა