მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია საქართველოსა და საფრანგეთის მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობები

news image
mbc image

2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ საფრანგეთში 33 727.9 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში საფრანგეთში ექსპორტი 33 990.1 ათას დოლარს შეადგენდა. შესაბამისად საფრანგეთში ექსპორტი 1%-ით არის შემცირებული. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოდან საფრანგეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი  ელექტრული წყალგამახურებლებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საფრანგეთში ყიდის:

  • ელექტრული წყალგამახურებლები - 6 765.8 ათასი დოლარი;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 6 165.0 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 5 957.3 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 3 252.9 ათასი დოლარი;
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 1 910.6 ათასი დოლარი;

რაც შეეხება საფრანგეთიდან იმპორტს, ის 9 თვის მაჩვენებლებით 243 919.1 ათასი დოლარის დონეზეა, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 7%-იანი ზრდაა. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ საფრანგეთიდან 228 196.3 ათასი დოლარი პროდუქცია იყიდა. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საფრანგეთიდან ყიდულობს:

  • ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 32 635.9  ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 29 227.5 ათასი დოლარი;
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 17 082.6  ათასი დოლარი;
  • ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - 15 445.2  ათასი დოლარი;
  • შაქარი - 12 559.3  ათასი დოლარი;
  •  

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა