მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე შემოღებული ნულოვანი დაბეგვრის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - ფინანსთა სამინისტროს კვლევა

news image
mbc image

ფინანსთა სამინისტრო „სოფლის მეურნეობის დამატებული ღირებულების გადასახადის საგადასახადო დანახარჯების გავლენის შეფასებას“ აქვეყნებს, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს მიერ შეფასებულ საგადასახადო დანახარჯების გავლენის შეფასების პირველ დოკუმენტს.

იგი იკვლევს სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული საგადასახადო დანახარჯების პოტენციურ ეფექტებს უშუალოდ სოფლის მეურნეობის სექტორსა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე. ამ ტიპის დოკუმენტის მომზადების საჭიროება აღნიშნულია მთავრობის საშუალოვადიანი სტრატეგიაში (ხედვა 2030), სადაც ხაზგასმულია ის, რომ საჯარო ფინასების ხარისხის გაუმჯობესებისათვის სასურველია ყოველწლიურად მინიმუმ ერთი საგადასახადო შეღავათის გავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადება.

დოკუმენტი მომზადებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური დახმარების მისიასთან თანამშრომლობით, რომლის ფარგლებშიც მოხდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა და ადამიანური შესაძლებლობის გაძლიერება.

მოცემულ საგადასახადო დანახარჯების შეფასების ანგარიშში გააანალიზებულია 2012 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე შემოღებული ნულოვანი დაბეგვრის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. ანგარიშში გამოყენებულია სხვადასხვა მეთოდი აღნიშნული ეფექტის (წმინდა სარგებლის) მონეტარულ ფორმაში შესაფასებლად, რისთვისაც გათვალისწინებულია VATE-ის შეფასებული სარგებელი და დანახარჯი. დოკუმენტში ასევე გაანალიზებულია, თუ რამდენად აკმაყოფილებს საგადასახადო დანახარჯები პოლიტიკის ეფექტიანობის კრიტერიუმებს.

სოფლის მეურნეობის სექტორში ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმის შემოღების ზემოთ ნახსენებ მაკროეკონომიკურ ინდიკატორებზე პოტენციური გავლენების დასადგენად გამოყენებულ იქნა დინამიკური ფაქტორული მოდელი (DMF), რომელსაც შემოაქვს VATE-ის შოკი და პარალელურად კონტროლდება ისეთი თანმდევი პროცესები, რომლებსაც შესაძლოა პოტენციური გავლენა მოეხდინათ საანალიზო შედეგობრივ ცვლად(ებ)ზე.

VATE-ის განაწილებითი ეფექტის შესასწავლად გამოყენებულია მიკროსიმულაციური მოდელი (MSM), რათა მოხდეს ჩვენება იმისა, რომ VATE ხასიათდება სუსტი მიზნობრიობით, ვინაიდან შედეგად სარგებელს მხოლოდ მიზნობრივ ბენეფიციარებს არ აძლევს. უფრო კონკრეტულად, MSM ანალიზი აჩვენებს, რომ შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე შინამეურნეობები იღებენ უფრო მეტ სარგებელს დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობებთან შედარებით, რაც პოლიტიკის სუსტი მიზნობრიობის გამომხატველია.

ნულოვანი დაბეგვრის მქონე სოფლის მეურნეობის პროდუქტების VATE-ის წმინდა ეფექტი (სარგებელი და ხარჯი) მთლიანად ეკონომიკაზე შეფასებულია საერთო 55 წონასწორობის (DSGE) მოდელით. აღნიშნული მოდელი პოლიტიკის ანალიზს აკეთებს საბაზო სცენართან შედარებით, რომელიც უშვებს, რომ ადგილი არ აქვს ახალი პოლიტიკის არსებობას (ან არსებული პოლიტიკის გამკაცრებას).

აღნიშნულის წმინდა ეფექტი ეკონომიკაზე პირველი ორი წლის განმავლობაში დადებითია (გავლენა მშპ-ზე). თუმცა, მესამე წლიდან, მიხედავად იმისა, რომ ბაზრის ზოგიერთი სუბიექტი (განსაკუთრებით სოფლის მეურნების სექტორში) დადებით ზეგავლენას განიცდის, უარყოფითი ეფექტი დანარჩენი სექტორებისთვის იმდენად მაღალია, რომ VATE-ის წმინდა ეფექტი ხდება (და რჩება) უარყოფითი.

მე-10 წელს რეფორმის შედეგად რეალურ მშპ-ზე გავლენა უარყოფითი 0.33 პროცენტია (ალტერნატიულ სცენართან შედარებით, რაც VATE-ის არ შემოღებას გულისხმობს), რაც ნომინალურ გამოისახულებაში 198 მლნ ლარის წმინდა დანაკარგს უტოლდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სოფლის მეურნეობის სექტორმა ისარგებლა მხოლოდ 121 მლნ ლარით, 300 მილიონიანი საგადასახადო სარგებლიდან, ხოლო დანარჩენი ეკონომიკის დანაკარგი 319 მლნ ლარი იყო. მეოცე წლისთვის ეს ეფექტი მშპ-ს 0.28 პროცენტამდე მცირდება, ხოლო ნომინალურ გამოსახულებაში 401 მლნ ლარს შეადგენს (სოფლის მეურნეობის სექტორის სარგებელი 293 მლნ ლარია მაშინ, როცა დანარჩენი ეკონომიკის დანაკარგი 694 მლნ ლარია).

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა