როგორც პარლამენტი, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით, როცა ეს ეხება FMCG სექტორს, საუკეთესო და კონკურენტული ფასი ჰქონდეთ და ეს თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა - შოთა ბერეკაშვილი
როგორც პარლამენტი, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით, როცა ეს ეხება FMCG სექტორს, საუკეთესო და კონკურენტული ფასი ჰქონდეთ და ეს თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„სწორედ იმიტომ, რომ არსებობდა პრობლემა, სწორედ ამიტომ მოხდა აღნიშნული კომისიის შექმნა, ჩვენი კომისიის შექმნა. მე, პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ თითოეული კომისიის მონაწილემ უაღრესად მნიშვნელოვანი წილი და როლი შეიტანეს კომისიის მუშაობაზე და დამეთანხმებით, ალბათ, სექტორი შევისწავლეთ სულ სრულფასოვნად, 80-ზე მეტ კომპანიას შევხვდით ერთად და მათი პრობლემები მოვისმინეთ და, შესაბამისად, ის დასკვნა, რომელიც ერთობლივად დავწერეთ, ასახავდა იმ მდგომარეობას, რაც ბაზარზე არის და, საერთო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანი მუშა დოკუმენტი გამოვიდა.
და მე მიმაჩნია, რომ იქ გვაქვს როგორც მოკლევადიანი, ასევე საშულოვადიანი და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია და ჩვენ ახლა, როდესაც ელექტრონულ კალათზე ვსაუბრობთ, ეს იყო მოდელი მოკლევადიანი პროდუქტის შექმნის, რომელიც აღებული იყო ევროპული გამოცდილებიდან და ამის წარმატებული განხორციელების მაგალითი უკვე არსებობდა და მიგვაჩნია, რომ პირველი ნაბიჯი მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო.
და ასევე გვაქვს საშუალო და გრძელვადიანი გეგმა და რომელსაც, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მიმდინარე პერიოდში განახორციელებს და როგორც პარლამენტი, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება ზრუნავს იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობებს, განსაკუთრებით, როცა ეს ეხება FMCG სექტორს, საუკეთესო და კონკურენტული ფასი ჰქონდეს და ეს თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა“, - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.
სხვა სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
26.10.2026.15:05
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს (Enterprise Singapore) მმართველი დირექტორის მოადგილეს ჯონ ტეოს შეხვდა.
სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Enterprise Singapore-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისა და ადგილობრივ ბაზარზე კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით ქვეყანაში ოთხი გლობალური აქსელერატორის - Plug and Play-ს, Startupbootcamp-ის, 500 Global-ისა და Founder Institute-ის წარმატებულ საქმიანობაზე. ხაზი გაესვა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მიმართულებით.
ქართულმა მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მნიშვნელობაზე და მის როლზე რეგიონში სტარტაპების განვითარებისა და ინოვაციური იდეების ბიზნესად გარდაქმნის ხელშეწყობის პროცესში.
შეხდვერას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა.
საქართველოს დელეგაცია სინგაპურში აზიის ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH - ის (სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეული) ფარგლებში იმყოფება. კვირეულში საქართველო ქვეყნის პავილიონით „StartUP in Georgia" პირველად იქნება წარმოდგენილი.