მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

რომელ ქვეყნებში ახორციელებს საქართველო ფეროშენადნობთა ექსპორტს - TOP 5 ბაზარი

news image
mbc image

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ფეროშენადნობების ექსპორტის ზრდა ფიქსირდება. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან 239 019.4 ათასი დოლარის ღირებულების 200 554.2 ტონა ფეროშენადნობი გავიდა ექსპორტზე, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საექსპორტო ბაზრებზე 152 887.4 დოლარის ღირებულების 140 432.7 ტონა ოქრო გავიდა. შესაბამისად, ზრდა 56.3%%-ია.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ქართული ფეროშენადნობების მთავარი მომხმარებელი თურქეთი იყო, სადაც 37 466.7 ტონა 44 029.1 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ფეროშენადნობების ექსპორტს ახორციელებს:

• თურქეთი - 37 466.7 ტონა;
• აშშ - 32 441.4 ტონა;
• ირანი - 17 080.2 ტონა;
• ალჟირი - 15 000.0 ტონა;
• იტალია - 13 709.1 ტონა;

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა სინგაპურში აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH 2026-ის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

29.10.2026.13:44

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა სინგაპურში აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH 2026-ის (სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული) პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის მოადგილემ გამოსვლისას საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე ისაუბრა.

„საქართველოს ეკონომიკა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სწრაფი ტემპით იზრდებოდა. 2021 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ წლიურად 9,3%-ით გაიზარდა. ჩვენი ექსპორტი გაორმაგდა, ხოლო იმავე პერიოდში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალოდ წლიურად ქვეყნის მშპ-ს 6,3%-ს შეადგენდა. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაკროეკონომიკური პარამეტრები ფართო რეგიონში და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების უმეტესობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოსთვის 6%-მდე ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. რა თქმა უნდა, ეს ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებელი არ არის შემთხვევითი, არამედ საქართველოს მთავრობის მზაობას ასახავს, ააშენოს ღია, კონკურენტუნარიანი, ბიზნესისთვის მიმზიდველი და ბიზნესზე ორიენტირებული ეკონომიკა ჩვენს ქვეყანაში - ინვესტიციების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის, ვაჭრობის გაფართოებისა და ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების გზით",- აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა შუა დერეფანში საქართველოს როლზე.

"ბოლო წლებში მიმდინარე გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მკვეთრად გაზარდა ამ დერეფნის მნიშვნელობა და მოთხოვნა მასზე, როგორც ალტერნატიულ მარშრუტზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, კერძოდ, ჩინეთსა და ევროპას შორის საქონლისა და მომსახურების ტრანზიტისთვის. საქართველოს მდებარეობა კი ცენტრალურია ამ კარიბჭეებისთვის. როდესაც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკური და ტრანზიტული როლი ამ რეგიონში", - განაცხადა დიკუსიაზე ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობა აქტიურად იყო ჩართული ცოდნაზე დაფუძნებული და ინოვაციებზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებაში.

კვირეულის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე საქართველო წელს პირველად წარდგა ეროვნული პავილიონით „StartUP in Georgia", რომელმაც ვიზიტორთა დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, ღონისძიებაში ქართველი სტარტაპები : Clinova, Dunno, Omniform Systems, Vybe, PhytoTester მონაწილეობდნენ. გამოფენამ სტარტაპებს შესაძლებლობა მისცა, დაემყარებინათ ახალი საქმიანი კონტაქტები და შეხვედროდნენ პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებს.

სინგაპურში, SWITCH 2026-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და შეხვედრებში, ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე მონაწილეობდა.

სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული 400- ზე მეტ საერთაშორისო მონაწილეს აერთიანებს და ყოველწლიურად 25 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა