რომეო მიქაუტაძე SOCAR - ის პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა - რა განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელწიფო ნავთობის კომპანიის (SOCAR) პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ და მუდმივად განვითარებად თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, ენერგეტიკაში. აღინიშნა, რომ 2022 – 23 წლებში განხორციელებულმა უმაღლესი დონის ვიზიტებმა ორი ერის სტრატეგიულ პარტნიორობას ახალი ბიძგი მისცა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთობლივი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები არა მხოლოდ ხელს უწყობს ორივე ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აძლიერებსრეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამასთან, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ 2022 წელს ბუქარესტში აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა გზას უხსნის თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას.
მხარეები ასევე მიესალმნენ SOCAR-ის წარმატებულ ფუნქციონირებას საქართველოში, განიხილეს ნავთობის, გაზისა და განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის არსებული და სამომავლო შესაძლებლობები.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826