რომეო მიქაუტაძემ ლიეტუვასთან თანამშრომლობა ენერგეტიკის საკითხებში დადებითად შეაფასა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომელიც ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროში შეხვედრები გამართა. ვიზიტი გაიმართა "საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის" ფარგლებში ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით.
ლიეტუვას ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე განხილულ იქნა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე მწვანე ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სტანდარტების მარეგულირებელი ბაზას ამუშავებს, რომელმაც ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებასა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ენერგოეფექტურობის ნორმების დამკვიდრებას უნდა შეუწყოს ხელი.
რომეო მიქაუტაძემ ასევე დადებითად შეაფასა თანამშრომლობა ლიეტუვის მხარესთან ცალკეული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით, მათ შორის, საქართველოს რამდენიმე ქალაქის სკოლების მზის ელექტროსადგურებით აღჭურვის პროექტები, რომლებიც ლიეტუვის მხარის საგრანტო პროგრამით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Gopa-Intec-თან თანამშრომლობით უზრუნველყოფს ენერგეტიკული კანონმდებლობის შემუშავებას განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის კუთხით.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826