მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Routes Europe 2024-ის ვაზიანის აეროპორტის პროექტის მიმართ ინტერესი დიდია - ირაკლი ქარქაშაძე

news image
mbc image

დანიის ქალაქ ორჰუსში მიმდინარე საავიაციო ფორუმი Routes Europe 2024 დასასრულს უახლოვდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, კომპანიის გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის ხელმძღვანელობით, ფორუმის ფარგლებში, პარტნიორ აეროპორტებთან და ავიაკომპანიებთან 3 დღის განმავლობაში 30 მდე შეხვედრა გამართა.

ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ევროპულ ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან, რომლებთანაც საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის დაკავშირება მნიშვნელოვანია.

,,აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ თბილისი კიდევ უფრო დავუკავშიროთ ევროპის მეტ დედაქალაქს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბრიუსელი, პარიზი, რომი, ბერლინის და სხვა ევროპული დედაქალაქების მიმართულებები, ჩვენი ახალი სტრატეგიის თანახმად, ვცილობთ, რომ საქართველო და კონკრეტულად, თბილისი დავაკავშიროთ, რაც შეიძლება მეტ დედაქალაქს. რათა მგზავრებმა მეტი პირდაპირი ფრენით ისარგებლონ. ფორუმი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ დიდი ინტერესი იყო ჩვენს მიერ დაანონსებული ვაზიანის აეროპორტის პროექტის მიმართ. ყველა ძირითადმა მოთამაშემ იცის ამ პროექტის შესახებ და მათგან ინტერესი ჩანდა. ბუნებრივია, მოლაპარაკებები გაგრძელდება როგორც არქიტექტორებთან, სამშენებლო კომპანიებთან, ისე ოპერატორებთან. ეს მზარდი ინტერესი ნიშნავს, რომ მთავრობამ ახალი აეროპორტის მშენებლობის დაანონსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

სამდღიანი ფორუმის ფარგლებში ძირითადი შეხვედრები გაიმართა საქართველოს საავიაციო ბაზრით ბრიტანული ავიაკომპანიების დაინტერესების მიზნით და ძირითადი საუბარი შეეხო იმ თავისუფალი ბაზრების ათვისებას, საიდანაც ჯერჯერობით საქართველოში პირდაპირი ფრენები არ ხორციელდება. ასევე, შეხვედრები გაიმართა გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ავიაკომპანიებთან და აეროპორტების წარმომადგენლებთან, რომ მათი არსებობა საქართველოს ბაზარზე კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა