მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რუსეთიდან და ირანიდან არმატურისა და გლინულის შესაძლო დემპინგურ იმპორტს ვიკვლევთ - ირაკლი ლექვინაძე

news image
mbc image

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ მისი უწყება, ბაზარზე რუსეთიდან და ირანიდან არმატურისა და გლინულის შესაძლო დემპინგურ იმპორტის შესაძლებლობას იკვლევს. 

მისი ინფორმაციით, 2024 წელს უწყებას დემპინგის მიმართულებით ორი საქმე ჰქონდა, რომელიც ეხებოდა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან სიგარეტის დემპინგური იმპორტის მიმართულებას. 

„ჩვენი აქ ჩართულობის შედეგად, ბაზარზე იყო აღდგენილი სამართლიანი პირობები. ეს საკითხი ამ სტატუსით დასრულდა, თუმცა ახლა მიმდინარეობს კვლევა რომელიც რუსეთიდან და ირანიდან არმატურისა და გლინულის შესაძლო დემპინგურ იმპორტს უკავშირდება. 

ჩვენ ამ დროისთვის კვლევის ეტაპზე ვართ. იმპორტი გაზრდილია, რომელშიც არის მაღალი წილი ამ ქვეყნებიდან შემოსული პროდუქციის და ვამუშავებთ ადგილობრივი ინდუსტრიიდან მიღებულ მონაცემებს, რომ რეალურად ვნახოთ არის თუ არა დემპინგი და აქვს თუ არა გავლენა და აზიანებს თუ არა ადგილობრივ ინდუსტრიას.

კვლევა დავიწყეთ 2024 წლის ზაფხულში. გვაქვს ერთწლიანი ვადა, რათა მოკვლევის სრული სურათი წარვადგინოთ“,- განაცხადა ლექვინაძემ. 

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების კონცენტრაციებს, ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, 2024 წელი რაოდენობრივად გამორჩეულია. 

„დაახლოებით 11 კონცენტრაციაზე გვაქვს დასტური დღევანდელი მდგომარეობით და სამ შემთხვევაში ახლა მიმდინარეობს შეფასება თუ რა გავლენა ექნება გაერთიანებებს კონკურენტულ გარემოზე.  6 შემთხვევაში, მესამე კვარტლის მონაცემებით აღმოჩენილი გვაქვს შეუთავსებლობა- შეუტყობინებლობა და საქმის წარმოება დაწყებულია. 2021 წლიდან დღემდე, ჯერ-ჯერობით უარის შემთხვევა არ გვაქვს. თუმცა მომავალში დაველოდოთ საქმეებს, თუ მოხდება ისეთი კომპანიების გაერთიანება , რომელიც აღემატება 40%-ს და ქმნის მაღალ კონცენტრაციას ბაზარზე, ამ შემთხვევაში შესაძლოა, იყოს უარი ან გარკვეული ვალდებულებებით შემსყიდველის დატვირთვა. ჯერ-ჯერობით ასეთი ქეისი არ არის, მაგრამ გამომდინარე იმ დინამიკიდან რაც საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სექტორებში ხდება, ვფიქრობ, რომ არაა გამორიცხული მსგავსი შემთხვევების შესაძლებლობაც დადგეს“,-აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.   

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა