რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 2%-ით შემცირდა
საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 71%-ი რუსეთის ბაზარზე გაიგზავნა. 2023 წლის 10 თვეში რუსეთში 144,075.05 ათასი დოლარის ღირებულების 53,547,380.87 ლიტრი ღვინო გაიგზავნა, რაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტირებული ღვინის 70.7%-ია.
თუ კი 2023 წლის 10 თვის სტატისტიკას 2022 წლის 10 თვესთან შევადარებთ სახეზეა, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტი 2%-ითაა შემცირებული. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან რუსეთის ბაზარზე სულ 54,549,626.56 ლიტრი ღვინო გაიგზავნა. თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც რუსეთში 69,905,539.74 ლიტრი ქართული ღვინო გაიგზავნა.
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ექსპორტზე სულ 75,726,359.84 ლიტრი ღვინო გაიტანა, რომლის ღირებულებამაც 217,303.11 ათასი დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებითვე, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე 78,946,710.66 ლიტრი ღვინო გაიტანა, შესაბამის ექსპორტი 4%-იან კლებას აჩვენებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826