მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

რუსთავსა და ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვა მიმდინარე წელს მოხდება - როგორია გეგმები

news image
mbc image

მთავრობა რუსთავსა და ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების მიმართულებით აქტიურად მუშაობს და აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის მიმდინარე წელს მოხდება მიწების გამოსყიდვა. მიმდინარე წელსვე განხორციელდება ამ ქალაქების პროექტირება. აღნიშნულის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ განაცხადა. 

„რეფორმა და კონცეფცია გულისხმობს 7 გამოწვევას და შესაბამისად 7 პასუხს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი პასუხები უკვე წელს უნდა დაიწყოს. საქმე ის გახლავთ, რომ რეფორმის პირველი მარეგულირებელი კანონთა პაკეტი ჩვენს მიერ დაჩქარებული წესით უკვე იქნა საშემოდგომო სესიაზე წარდგენილი. ახლა მომზადებული გვაქვს მეორე პაკეტი, რომელიც უმაღლეს განათლებასთან ერთად ზოგადი განათლების რეფორმირების ნაწილსაც გულისხმობს. ასევე არის რამდენიმე თანამდევი კანონი, რომელიც შეავსებს უმაღლესი განათლების რეფორმის მიმართულებას. წელს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები გვაქვს დაგეგმილი. მოგეხსენებათ, რომ არსებობს მოკლევადიანი მიმართულებები, არსებობს საშუალო ვადიანი და გრძელვადიანი. გრძელვადიანი გახლავთ ინფრასტრუქტურული ნაწილი. ჩვენს მიერ დაანონსებული ორი მიმართულებით - ჩვენს მიერ დაანონსებული „განათლების ქალაქებით“ სიმბოლურად რომ ვთქვათ: რუსთავის და ქუთაისის მიმართულებით. მოგეხსენებათ ამას რამდენიმე წელი სჭირდება, რაც პრემიერმა პირდაპირ ვადებში განსაზღვრა. წელს ვაპირებთ, რომ ორივე მიმართულებით მოხდეს შესაბამისი ტერიტორიების ბოლომდე გამოსყიდვა, იმისთვის, რომ დავიწყოთ სამშენებლო სამუშაოები. ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავალებული აქვს, რომ წელსვე მოამზადოს პროექტირება ორივე მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ სწრაფი ტემპით წავალთ. საუბარია 5 მლნ კვ/მ-ს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე .

რაც შეეხება მეორე, ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს თვითონ სწავლების საკითხთან დაკავშირებით, აქ ჩვენთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა არის მაინც ხარისხი. შესაბამისად თქვენ იცით, რომ პრემიერმა პირდაპირ ხაზგასმით თქვა, რომ მთავარი, რეფორმის ფუნდამენტური ნაწილი არის ხარისხობრივი პარამეტრების აწევა ევროკავშირის სტანდარტების დონეზე. შესაბამისად, ბევრს მანიკულირებენ, რომ თითქოს ბოლონიის პროცესს ვცილდებით და ასე შემდეგ. ამ დროს სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენ სწორედ ვმუშაობთ იმაზე, რომ იყოს ევროპული დონის განათლება. ამას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა წლების განმავლობაში. ჩვენი მთავარი პრობლემა მიგვაჩნია, რომ არის ის რომ უნივერსიტეტები დღეს ფორმირებულია პროფესურის სასარგებლოდ და პროფესურის ინტერესების დაცვით და არა სტუდენტების. რადგან იგივე ფუნდამენტური იდეა, რასაც ჩვენ კონცეფცია გულისხმობს - „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი“ გულისხმობს სწორედ იმას, რომ თავიდან იყოს აცილებული გადუალება ერთი და იგივე სპეციალობების, რომელზეც შრომით ბაზარზე მოთხოვნა არ არის“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ . 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქვეყნები, სადაც საქართველო ნუშის ექსპორტს ახდენს

23.10.2026.19:00

საქართველოდან ნუშის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 125.2 ათასი დოლარის ღირებულების 66.4 ტონა ნუში გაიტანა ექსპორტზე, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13.0 ტონა. შესაბამისად, ქვეყნიდან ნუშის ექსპორტი 410.8%-იან ზრდას აჩვენებს.

საქართველოსთვის ნუშის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.

TOP 2 ბაზარი, სადაც საქართველო ნუშს ყიდის:

• უზბეკეთი  - 65.0 ტონა - 119.0 ათასი დოლარი;
• რუსეთი - 1.4 ტონა - 6.2 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ნუშის იმპორტს, აქ 138.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.

2026 წლის 9 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 3 ბაზრიდან განხორციელდა:

• აზერბაიჯანი - 286.0 ტონა - 492.7 ათასი დოლარი;
• აშშ - 40.8 ტონა - 203.7 ათასი დოლარი;
• თურქეთი - 33.3 ტონა - 176.5 ათასი დოლარი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა