მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

S&P Global-ის საბაზისო სცენარით, 2026 წელს ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $80 იქნება

news image
mbc image

საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებით,  ნავთობის ფასის მკვეთრმა ცვლილებებმა შესაძლოა განსხვავებულად იმოქმედოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და თურქეთის სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებზე.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) საშუალოშემოსავლიანი ქვეყნები თავიანთი საბოლოო ენერგომოხმარების 57%-ს იმპორტირებულ ენერგორესურსებზე ამყარებენ. S&P-ის ანგარიშში განხილული შვიდი ეკონომიკა - ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი (CEE5), სერბეთი და თურქეთი - ერთობლივად წარმოადგენს დაახლოებით 4 ტრილიონი აშშ დოლარის მშპ-ს, რაც ეკონომიკურად დაახლოებით იაპონიის ზომის ბაზარს შეესაბამება. 

ანგარიშის თანახმად, CEE ქვეყნები გამოირჩევიან ფართო წარმოებით, რის გამოც მშპ-სთან მიმართებაში ენერგიის მოხმარება 19%-ით აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. სწორედ ამიტომ, ენერგიისა და კომუნალური მომსახურების სექტორი უფრო დიდ წილს იკავებს შინამეურნეობებისა და მწარმოებლების ფასების ინდექსებში.

S&P Global-ის საბაზისო სცენარით, 2026 წელს ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $80 იქნება.

სააგენტოს რისკის სცენარის თანახმად,  ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე საშუალოდ 2026 წელს 130$-მდე გაიზრდება, ხოლო 2027 წელს $98-მდე  დაეცემა. ეს სცენარი ეფუძნება ვარაუდს, რომ ომი გაგრძელდება გრძელვადიან პერიოდში და მისი გავლენა ენერგიის ფასებზე 12 თვეს გადააჭარბებს.

S&P Global-ის შეფასებით, ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ენერგოგენერაციის შესაძლებლობები, სავარაუდოდ, ნაკლებად დაზარალდებიან მაკროეკონომიკურ დონეზე. ძლიერმა საჯარო ან საგარეო ფინანსურმა პოზიციებმა (მაგალითად ჩეხეთსა და პოლონეთში) ასევე შეიძლება შეამსუბუქოს ნავთობის ფასის შოკი.

ენერგოიმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს, როგორებიცაა თურქეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი, სავარაუდოდ ყველაზე მეტად შეეხებათ ნავთობის შოკის ეფექტი. სლოვაკეთსა და უნგრეთში რეიტინგები უკვე ნეგატიური პერსპექტივით გამოირჩევა, რაც ნაწილობრივ ასახავს ფასების ცვალებადობასთან დაკავშირებულ საფინანსო რისკებს.

,,თურქეთის შემთხვევა განსაკუთრებულია - მაღალი ინფლაცია, მოსახლეობის სუსტი ნდობა ადგილობრივი ვალუტის მიმართ და ცენტრალური ბანკის ზომიერი ვალუტის რეზერვები შეაჩერებს თურქეთის „BB-“-რეიტინგის ზრდას. ენერგიის ფასების ხანგრძლივად მაღალმა დონემ მნიშვნელოვანი ეფექტი იქონიოს თურქეთის ეკონომიკაზე", - წერს სააგენტო. 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა