მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

S&P-ის პოზიტიური შეფასება ზრდის ნდობას საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ, რაც ხელს უწყობს კაპიტალის შემოდინებას და რესურსის ფასის შემცირებას - დავით უტიაშვილი

news image
mbc image

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა (S&P) კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საბანკო სექტორების მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო, ყაზახეთთან ერთად, რეგიონში ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს ინსტიტუციურ ჩარჩოს. სარეიტინგო სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა მოწინავეა რეგიონში. ასევე დადებითად შეფასდა აქტივების ხარისხი და საკრედიტო დანაკარგების დაბალი დონე.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით უტიაშვილის განცხადებით, აღნიშნული შეფასება ასახავს როგორც პოზიტიურ მაკროეკონომიკურ გარემოს, ისე ეროვნული ბანკის თანმიმდევრულ პოლიტიკას ფინანსური სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით.

მისი თქმით, სარეიტინგო სააგენტოების პოზიტიური შეფასებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სექტორზე, ვინაიდან საერთაშორისო ინვესტორები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სწორედ ასეთ ანგარიშებს ეყრდნობიან.

„პოზიტიური შეფასება ზრდის ნდობას საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ, რაც ხელს უწყობს კაპიტალის შემოდინებას და რესურსის ფასის შემცირებას. საბოლოო ჯამში, ეს დადებითად აისახება როგორც სექტორის საქმიანობაზე, ისე საპროცენტო განაკვეთებზე", - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საბანკო სექტორის მდგრადი განვითარება და რისკების ფრთხილი მართვა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი საფუძველია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image OPEC+ ნავთობის მოპოვების პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას იღებს

09.09.2026.16:00

OPEC+-მა კვირას გამართულ შეხვედრაზე ოქტომბრისთვის ნავთობის მოპოვების პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ჯგუფმა ჯერ ახალი კვოტები უნდა შეათანხმოს, რის შემდეგაც ნავთობის მოპოვების შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს.

შვიდი ძირითადი OPEC+ წევრი ქვეყნის საუდის არაბეთის, რუსეთის, ერაყის, ქუვეითის, ალჟირის, ყაზახეთისა და ომანის შეხვედრა ირანის ომის ფონზე გაიმართა, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ექსპორტს კვლავ არღვევს. ეს OPEC+-ის გავლენას ნავთობის ფასებსა და ბაზრის წილზე ზღუდავს.

აგვისტოში OPEC+-მა სექტემბერში ნავთობის მოპოვების გაზრდას დაუჭირა მხარი, რითაც დაასრულა 2023 წელს თავდაპირველად შეთანხმებული, დღეში 1.65 მილიონი ბარელით მიწოდების შემცირების ეტაპობრივი გაუქმება.

მიუხედავად შეთანხმებული მოპოვების ზრდისა, OPEC+-ის ჯგუფი, რომელიც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) და მის მოკავშირეებს, მათ შორის რუსეთს, აერთიანებს, ომის გამო ნავთობს კვლავ მნიშვნელოვნად ნაკლები მოცულობით აწარმოებს, ვიდრე დადგენილი სამიზნე მაჩვენებლებია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა