მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7264.4
-0.0068
flag
AZN 1.5739
-0.0004
flag
CNY 39.318
0.0002
flag
EUR 3.1034
-0.0045
flag
GBP 3.5838
-0.001
flag
KZT 56.65
-0.0017
flag
TRY 0.0587
0
flag
USD 2.6751
-0.0007
news banner

S&P-მ გლობალური ეკონომიკის პროგნოზი 2.9%-დან 2.2%-მდე შეამცირა

news image

S&P-მ გლობალური ეკონომიკის პროგნოზი 2.9%-დან 2.2%-მდე შეამცირა. 

,,ენერგომატარებლების ფასების ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნება ნიშნავს ინფლაციის ხანგრძლივად მაღალ მაჩვენებელს და ეკონომიკური ზრდის ხანგრძლივად დაბალ ტემპს, შესაბამისად, ჩვენი პროგნოზებიც ამ რეალობის გათვალისწინებით გადაიხედა. ანგარიშის მომზადებისას,ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების მიზნით შეთანხმების მიღწევა უახლოეს მომავალში კვლავაც ძალიან გაურკვეველი იყო", - აღნიშნულია ანგარიშში.

მაშინაც კი, თუ შეთანხმება მალე მიიღწევა, რაც ასევე გაურკვეველია S&P Global Energy-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნავთობის წარმოებისა და მიწოდების ნორმალიზებას თვეები დასჭირდება. ასევე გაურკვეველია, როგორი იქნება ახალი ნორმა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების უსაფრთხოებისა და ხარჯების თვალსაზრისით.

,,ამჟამად მოსალოდნელია, რომ ბრენტ ნავთობის ფასი 2026 წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ბარელზე 100 აშშ დოლარზე მაღლა შენარჩუნდება. S&P Global Energy-ის საბაზო სცენარი ეფუძნება ვარაუდს, რომ ჰორმუზის სრუტე მაისის ბოლომდე ფაქტობრივად დახურული დარჩება, ხოლო ნავთობის ნაკადების აღდგენა ივნისიდან დაიწყება", - აღნიშნულია ანგარიშში. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Mastercard-ი ხედავს რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს რეგიონალურ ჰაბად ჩამოსაყალიბებლად l დავით ზღუდაძე

21.05.2026.09:50

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია ,,საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა გაიმართა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე და Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე. ღონისძიებას მოდერატორობდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

„Mastercard-ი ხედავს რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს რეგიონალურ ჰაბად ჩამოსაყალიბებლად. ეს შეიძლება იყოს როგორც ტექნოლოგიური მიმართულებით, ასევე საფინანსო მიმართულებით, რადგან ეს ორი მიმართულება არის ძირითადი გამწევი ძალა საქართველოში. ჩვენ ვფარავთ ცენტრალური აზიის და გალფის ქვეყნებს ძირითადად, ტექნოლოგიური მიმართულებით და ვხედავთ დიდ პოტენციალს, რადგან იგივე საერთაშორისო ბევრი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოს უყურებს, როგორც ალტერნატიულ ჰაბს - ეს მაგალითად შეიძლება იყოს დუბაის ალტერნატივა, ამსტერდამის, ბერლინის ან ლონდონის. თუ მოხდება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება და სექტორი ბევრად უფრო გახსნილი იქნება დარწმუნებული ვარ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორც არის მასტერქარდი კიდევ უფრო დიდ ფოკუსს მოახდენს საქართველოზე და შესაბამისად, ძალიან დიდ პოტენციალს მისცემს ქვეყანას განვითარებისთვის",-  განაცხადა დავით ზღუდაძემ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიის შემდეგ Business Insider Georgia-სთან.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

ღონისძიება საქართველოს ბანკთან, Turkish Airlines-თან, Mastercard-თან, ELT Group-თან, Coca-Cola Bottlers Georgia-სთან პარტნიორობით გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა