მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
-0.0006
flag
AZN 1.5283
-0.0001
flag
CNY 38.909
0.0002
flag
EUR 2.9163
0.0036
flag
GBP 3.4784
0.0124
flag
KZT 58.09
0.0038
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5976
-0.0002
news banner

სააგენტო „აწარმოე საქართველოში" მთლიანად ფოკუსირდა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებაზე - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

„ჩვენ ავიღეთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და რეალურად შევქმენით ეკოსისტემა, სადაც მეწარმეს ხელმისაწვდომობა აქვს განვითარების ყველა ეტაპზე სახელმწიფოს სხვადასხვა მხარდაჭერის ინსტრუმენტზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემა „იმედიLIVE"-ში.

მინისტრის მოადგილემ სააგენტო „აწარმოე საქართველოში" საქმიანობის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მისი შექმნით, 2014 წლიდან საქართველოს მთავრობამ გადადგა პირველი რეალური ნაბიჯი კერძო სექტორის სისტემური და გრძელვადიანი მხარდაჭერის მიმართულებით.

„სააგენტო „აწარმოე საქართველოში" მთლიანად ფოკუსირდა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებაზე. საკმაოდ ამბიციური გეგმა იყო, ვინაიდან ეს არის ჩვენი ეკონომიკის უდიდესი ნაწილი, დღესაც თითქმის 60%-ს წარმოადგენს მცირე და საშუალო სექტორის გამოშვება და დასაქმება. ის გამოწვევები, რაც არსებობდა, თავმოყრილი იყო ძირითადად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფინანსური, ასევე სხვა ინსტრუმენტების მნიშვნელობას.

„ეს არის ძირითადად ფინანსური ინსტრუმენტები, ვინაიდან ეს იყო მთავარი გამოწვევა, თუმცა, გვქონდა არაფინანსური ინსტრუმენტებიც. რეალურად, 20 000-ზე მეტმა მეწარმემ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო ამ წლების განმავლობაში. ეს არის 90 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 8.5 მილიარდი ლარი ინვესტიციის მხარდაჭერა, რომელიც განხორციელდა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ეს რიცხვები, თავისთავად ითარგმნება მაკროეკონომიკურ პარამეტრებში.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ორჯერ გაზრდილ ექსპორტზე, ისევ და ისევ მხოლოდ მცირე და საშუალო სექტორზე ვლაპარაკობთ. ეს არის ოთხჯერ გაზრდილი გამოშვება, ბანკების მხრიდან ამ სექტორის ექვსჯერ გაზრდილი სასესხო უზრუნველყოფა, რომელიც 5 მილიარდიდან 30 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 30 მილიარდი არის ის სასესხო რესურსი, რომელიც დღეს 2025 წლის მონაცემებით, მცირე და საშუალო სექტორზე იქნა ფინანსური ინსტიტუტებიდან გამოყოფილი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა პროგრამის ფართო საერთაშორისო აღიარებას, მათ შორის, 2024 წელს OECD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსის რეიტინგში.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უპირობო პირველი ადგილი მივიღეთ, 12 კრიტერიუმიდან საქართველომ 11-ში პირველი ადგილი აიღო", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენ დავინახეთ ძალიან მკაფიოდ საჭიროება ბიზნესის კეთების კომპეტენციის, განსაკუთრებით რეგიონებში და შევქმენით ცენტრები - ირაკლი ნადარეიშვილი

22.10.2026.09:48

„ჩვენ დავინახეთ ძალიან მკაფიოდ საჭიროება ბიზნესის კეთების კომპეტენციის, განსაკუთრებით რეგიონებში და შევქმენით ცენტრები, სადაც არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება ხდება, არამედ, რეალურად, თავი მოვუყარეთ საუკეთესო, კერძო სექტორის საკონსულტაციო კომპონენტს, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესთან ვაკავშირებთ იმისათვის, რომ მაგალითად, ბიზნესმა მოახდინოს გაციფრულება, მიიღოს კონსულტაცია და რეალური მხარდაჭერა მარკეტინგის, ბრენდინგის, გაყიდვების მიმართულებით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემა „იმედიLIVE"-ში განაცხადა.

ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრა, მან ხაზი გაუსვა ბიზნესის საჭიროებებსა და მოთხოვნებს სხვადასხვა მიმართულებით და ამ კუთხით სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„გაციფრულება არის ძალიან მოთხოვნადი მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვაწვდით. ამ შემთხვევაში კორპორაცია და ბიზნეს სივრცეები კონსულტანტების მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებას ახდენს, რომლებიც აწვდიან მათ იმ კომპეტენციას, რომელიც მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ექსპორტის მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე, რაც, მისი განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის, არამედ, ზოგადად ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მეწარმეთა მხარდაჭერის მიზნით მთელი რიგი ახალი ინსტრუმენტებია შემუშავებული, დაინერგა და მიმდინარე წლის განმავლობაში ძალიან აქტიურ ფაზაში შევა. მისი განმარტებით, ეს შეეხება ფართო სპექტრს - როგორც სექტორების, ასევე ბიზნესების და არა მხოლოდ მცირე და საშუალო სექტორის მიმართულებით.

„მეწარმეობა არ არის მარტივი გადაწყვეტილება, არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს იდეა, შეიძლება გარკვეული რესურსიც ჰქონდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ხშირად არ არის მარტივი. ცენტრების ამოცანაა სწორედ, რომ დაეხმაროს, მათ შორის, პირველი ნაბიჯების გადადგმაში. მაგალითად, არის ასეთი სერვისი - ჩვენ ვეხმარებით მეწარმეს ბიზნესგეგმის შედგენაში, ყველა რისკის გათვლაში, ფინანსურ მოდელირებაში, ბანკთან, პოტენციურ მომხმარებლებთან და კლიენტებთან ურთიერთობაში, რაც, რა თქმა უნდა, მათთვის აადვილებს პირველი ნაბიჯების გადადგმას", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა