მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

პარლამენტის ეკონომიკური პროფილის ექვსი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვების დიდი ნაწილი მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებს შეეხებოდა, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, პირველ რიგში, გასაძლიერებელია სამეწარმეო უნარები მცირე და საშუალო მეწარმეებს შორის, განსაკუთრებით რეგიონებში. მისი თქმით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ორი წელია, რაც ახორციელებს პროექტს რეგიონებში საკონსულტაციო ცენტრების ამოქმედების შესახებ. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მალე მსგავსი ცენტრები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება, სადაც მისულ მეწარმეებს დაეხმარებიან, რათა მათი პროექტები და ბიზნეს იდეები იყოს უფრო ადეკვატური და კონკურენტუნარიანი.

კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება, რეგიონებში ტურიზმის განვითარებას, მათ შორის, ბრენდული სასტუმროების გახსნას შეეხებოდა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სააგენტოს ტურიზმის კომპონენტი მოიცავს ბრენდირებული სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა როიალტი, ბრენდის შემოყვანასთან დაკავშირებული ხარჯის დაფინანსება და სხვ.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მზადაა, მოხდეს ამ საკითხის კიდევ უფრო დეტალური განხილვა, მათ შორის, რეგიონის მეწარმეებთან ერთად. მინისტრობის კანდიდატის თქმით, შეიძლება დამატებითი მხარდაჭერა ან თანადაფინანსება იყოს სახელმწიფოს მხრიდან საჭირო ისეთ რეგიონებში, როგორიცაა იმერეთი, სადაც სასტუმრო ინფრასტრუქტურა ტურისტული პოტენციალის არაადეკვატურია. „ამიტომ ისეთ რეგიონებში, სადაც კიდევ უფრო მეტია საჭიროება, ჩვენ ვიმსჯელებთ როგორი ცვლილება შევიტანოთ არსებულ პროგრამებში, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალ ინვესტიციებს, მათ შორის, ბრენდული სასტუმროების გაჩენის კუთხით,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ექსპორტის ხელშეწყობა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამინისტრო მზადაა, პარლამენტთან ითანამშრომლოს და შეიმუშაოს დამატებითი ინიციატივები, რომლებიც ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების დამატებით მხარდაჭერას მოიცავს. „ეს მიმართულება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის პორტფელში განსაკუთრებული ნაწილი ეთმობა სწორედ ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების მხარდაჭერას, მათ შორის ბაზარზე შესვლის ბარიერების  დაძლევაში დახმარებას, თანადაფინანსებას, ექსპორტის მენეჯერების მომზადებას, სერტიფიცირების საკითხებს, ასევე მარკეტინგულ ხარჯებს და სხვ. მომავალში დაგეგმილი გაქვს ლოგისტიკური ხარჯების თანადაფინანსება,“ - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა