საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულებამ $4.27 ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 27.3%-იანი კლებაა - TBC Capital
TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი რიცხვებში - ივლისი 2026” აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის ივლისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 0.6%-ით, 1,390 გვტ. საათამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურ ჭრილში 4.1%-ით, 1,238 გვტ. საათამდეა შემცირებული. საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 4.27 აშშ. დოლარი ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 27.3%-იანი კლებაა.
სხვა სიახლეები
20.08.2026.12:59

,,2026 წლის ივლისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 1,390 გვტ. სთ შეადგინა, რაც წლიურად 0.6%-იანი ზრდაა.
გამომუშავება წყაროების მიხედვით შემდეგნაირად შეიცვალა:
2026 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება ჯამურად 1.8%-ით შემცირდა. მოხმარების მხრივ, ამავე თვეში საქართველომ 1,238 გვტ. საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წლიურად 4.1%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
მოხმარება კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
2026 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით საქართველოს ელექტრო-ენერგიის მოხმარება 3.8%-ით გაიზარდა. 2026 წლის ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 4.27 აშშ ცენტი შეადგინა, რაც 27.3%-ით ნაკლებია 2025 წლის ივლისის მაჩვენებელზე. თვიურ ჭრილში ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ფასები 19.9%-ით შემცირდა. 2026 წლის პირველ 7 თვეში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა 5.63 აშშ ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 2.6%-იანი შემცირებაა. 2026 წლის ივლისში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტმა 116 გვტ. საათი შეადგინა, მოცულობის 90%-ზე მეტი კი თურქეთში გავიდა. როგორც ჩვენს წინა პუბლიკაციაში აღინიშნა, თურქეთში ელექტრო-ენერგიის ექსპორტი მიმდინარე წლის მაისი-ივნისის პერიოდში მკვეთრად შემცირდა თურქეთის ბაზარზე არსებული დაბალი ფასების გამო. მიმდინარე წლის ივლისში ექსპორტი თურქეთში განახლდა და საშუალო საექსპორტო ფასმა 4.61 აშშ. ცენტი შეადგინა ერთ კილოვატსაათზე", - წერს TBC Capital-ი.