მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საბანკო სისტემა და საბაჟო სამსახური ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო არ იქცეს სანქციების თავიდან არიდების ადგილად - თურნავა

news image
mbc image

საბანკო სისტემა და ჩვენი საბაჟო სამსახური ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო არ იქცეს სანქციების თავიდან არიდების ადგილად, -  ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.  ნათია თურნავას თქმით, ყველაფერი პრევენციულ დონეზე საკმაოდ კარგად არის გამართული. 

„სებ-ი და მთლიანად საბანკო სისტემა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ ძალიან ზედმიწევნით ასრულებს ყველა რეგულაციას, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის მიმართ ომის დაწყების დღიდან აშშ-ს, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მხრიდან.  ძალიან ზედმიწევნით მივყვებით და პრევენციულ ზომებსაც მივყვებით. ეს არის როგორც ჩვენი მკაცრი ზედამხედველობის და რეგულაციის შედეგი ასევე ჩვენი საფინანსო სექტორის სიფრთხილე და თვითდისციპლინა. ეს არის არის მარტო ჩვენ შეფასება“, ამბობს თურნავა. 

მისივე თქმით, რაიმე ისეთი მცდელობა, რომელიც პრევენციის გზით არ იყოს აღკვეთილი, ასეთი მცდელობა არ გამოვლენილა.

„ერთადერთი, ჩვენი ძირითადი ყურადღების საგანი ბანკებში არის, რამდენად მზად არიან, რამდენად აქვთ ყველა რეგულაცია, ყველა პროცედურა შემოღებული, დაცული და ა.შ. ამ თვალსაზრისით საკმაოდ კარგი ვითარებაა. საბანკო სისტემა საკმაოდ სწრაფად რეაგირებს ამ სფეროში ამა თუ იმ სიახლეზე.

კიდევ ერთი მაჩვენებელი შემიძლია მოვიყვანო, რომელიც არის გარე შეფასება, მაგრამ ირიბად ასევე აფასებს იმას, რომ მცდელობასაც არ აქვს დიდი ადგილი საქართველოში. ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ თებერვალში გაკეთებული და გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც შეეხება ისეთი პროდუქციით ვაჭრობას, რომელიც არის რუსეთთან და ბელარუსთან მიმართებაში სანქცირებული, ან ნაწილობრივ სანქცირებული. ასეთი საქონლის ნაკადები, ექსპორტი ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოსთან მიმართებაში არის საგრძნობლად შემცირებული და არ მიიმართება ძირითადად ჩვენკენ. ძირითადად გაზრდილი არის ე.წ. საბაჟო კავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მიმართ და არა საქართველოს მიმართ. ესეც არის ირიბი მაჩვენებელი იმისა, რომ საქართველო არ განიხილება სანქციების გვერდის ავლის პლატფორმად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა