მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე პასპორტის წამკითხველი უახლესი მოწყობილობები განთავსდება

news image
mbc image

საქართველოს მასშტაბით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  საბაჟო გამშვებ პუნქტებზე პასპორტის წამკითხველი უახლესი მოწყობილობები განთავსდება.

აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) დახმარებით (პროექტის - ,,საზღვრის და მიგრაციის მართვის ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედება საქართველოსთვის“) განხორციელდა. უახლესი აღჭურვილობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ერთდროულად გადაეცათ. როგორც საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ სიჭინავამ აღნიშნა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, უწყების მოდერნიზაციის მიმართულებით, არაერთი დახმარება განხორციელდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის ადმინისტრირების პროცესში.

„კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ყოველი თქვენი ახალი მხარდაჭერა მაქსიმალურად შედეგიანია და ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც  გამოყენებული იქნება, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისა და კანონშესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ასევე კანონიერი  ვაჭრობის ხელშეწყობის გაუმჯობესების მიმართულებით. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო პროექტს მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გავაფართოვებთ მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატს“, - განაცხადა ზურაბ სიჭინავამ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროდელეგაციის წარმომადგენელი ევია კოტანი, IOM-ის  საქართველოს ხელმძღვანელი, სანია დასელებიჩ ლუკოვაკი, შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საპატრულო დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, ასევე შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და ორი უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა