სად არის შესაძლებელი iPhone 15-ის ყველაზე იაფად შეკვეთა
მსოფლიოს მსგავსად საქართველოში iPhone 15-ის მოდელებზე წინასწარი შეკვეთები დაიწყო. საქართველოში კომპანიების ნაწილი წინასწარ შეკვეთებს უკვე იღებს, ხოლო ნაწილმა თქვა, რომ განაცხადების მიღებას 29 სექტემბრიდან დაიწყებს.
თუ რა ეღირება საქართველოში Apple-ს ახალი ფლაგმანის უკვე ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი მაღაზიათა ქსელები, რომელთაც iPhone-ს რეალიზაციის ოფიციალური უფლება აქვთ ამ დროისათვის ყველა მოდელზე წინასწარ შეკვეთებს არ იღებენ, ცნობილია, რომ მაგალითად 128GB -იანი iPhone 15 Pro-ს ფასები, ამ დროისათვის, ყველაზე დაბალი ალტასა და აისფეისია. 256GB-იან iPhone 15 Pro-ზე კი ყველაზე ხელსაყრელი ფასი ელიტ ელექტრონიქსში, ალტასა და აისფეისი.
iPhone-ს რეალიზაციას ახდენს ასევე itechnics-ის, რომელსაც წინასწარი შეკვეთებისთვის საკმაოდ მარავფეროვანი ასორტიმენტი აქვს. itechnics.ge-ზე 128GB-იანი iPhone 15-ის შეკვეთა 2869 ლარადაა შესაძლებელი.
Apple iPhone 15 Pro 128GB - 3999 ₾
Apple iPhone 15 Pro 256GB - 4399 ₾
Apple iPhone 15 Pro Max 512GB - 5449 ₾
Apple iPhone 15 Pro 256GB - 4399.99 ₾
Apple iPhone 15 Pro Max 512GB - 5449.99 ₾
iPhone 15 Pro, 128 GB - 3 999 ₾
iPhone 15 Pro, 256 GB - 4 399 ₾
iPhone 15 Pro Max, 256 GB - 4 749 ₾
iPhone 15 128GB - 2869 ₾
iPhone 15 256GB - 3249 ₾
iPhone 15 Plus 128GB - 3279 ₾
iPhone 15 Plus 256GB - 3649 ₾
iPhone 15 Pro 128GB - 4399 ₾
iPhone 15 Pro 256GB - 4799 ₾
iPhone 15 Pro Max 256GB - 5699 ₾
iPhone 15 Pro 128GB - 4299 ₾
iPhone 15 Pro 256GB - 4799 ₾
აღსანიშნავია, რომ გარკვეული აჟიოტაჟის შემდეგ, როგორც წესი ახალი iPhone-ს ფასები სტაბილურდება და თუ ლარი მკვეთრად არ გაუფასურდება, შესაძლოა ფასემა ოდნავ დაიწიოს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826