სად ყიდის და რა შემოსავალი აქვს საქართველოს ფეროშენადნობების ექსპორტიდან
ფეროშენადნობების ექსპორტი 45%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისში ექსპორტზე 70,737.85 ტონა ფეროშენადნობები გავიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 129,085.93 ტონა შეადგენდა.
მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 86,489.43 ათასი დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, 2022 წლის 5 თვეში კი 285,721.2 ათასი დოლარი. შესაბამისად კლება 69.7%-ია.
აღსანიშნავია, რომ ფეროშენადნობები საქართველოს ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფია.2022 წლის იანვარ-მაისის ექსპორტის სტატისტიკაში (თანხობრივად) 13.5%-ი ეკავა, 2023 წლის იანვარ-მაისი ექსპორტში კი 3.5%-ი.
საქართველოსთვის ფეროშენადნობების გასაღების ნომერ პირველი ბაზარი რუსეთია.
2023 წელს რუსეთში საქართველოდან 45,353.02 ათასი დოლარის ღირებულების 36,224.93 ტონა ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა, თურქეთში კი ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში 17,138.50 ტონა შეადგინა.
აღნიშნული პროდუქცია საქართველომ გაიტანა ასევე ამერიკის ბაზარზეც და 5 თვეში აშშ-ში 6,024.28 ტონა ფეროშენადნობების ექსპორტი განახოირციელდა.
ალჟირში ექსპორტირებულია 5,250.00 ტონა ფეროშენადნობები, აზერბაიჯანში 2,281.09 ტონა, ხოლო საფრანგეთში 1,714.42 ტონა.
2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 18 ქვეყანაში განხორციელდა.
რაც შეეხება ბოლო 14 წლის სტატისტიკას, ფეროშენადნობების ექსპორტისთვის რეკორდული 2021 წელი იყო.
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველომ სხვადასხვა საექსპორტო ბაზრებზე 477,432.79 ათასი დოლარის ღირებულების 299,384.71 ტონა ფეროშენადნობები შეიტანა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826