მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.2
0.0047
flag
AZN 1.5357
0.0019
flag
CNY 38.966
0.0023
flag
EUR 2.9933
-0.0008
flag
GBP 3.4896
0.0001
flag
KZT 58.37
0.0027
flag
TRY 0.0535
0.0001
flag
USD 2.6104
0.003
news banner

სადაზღვევო ბაზრის მოლოდინები - როგორ აისახება მაკროეკონომიკური ტენდენციები სექტორის ზრდაზე

news image
mbc image

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ დაზღვევის სექტორის განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყნისა და რეგიონის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების გამო წარმოქმნილი ეკონომიკური რყევებისა, საქართველოს ეკონომიკამ ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა, რაც დადებითად აისახება სადაზღვევო ბაზარზეც.

ონოფრიშვილის შეფასებით, თუ გარე ფაქტორები მნიშვნელოვნად არ გაართულებს ეკონომიკურ გარემოს, დაზღვევის სექტორი საქართველოში ზრდას მომავალშიც შეინარჩუნებს. მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ბაზრის განვითარების მიმართულებით არსებული რეკომენდაციები ხელს უწყობს სექტორის გაძლიერებას, რის შედეგადაც სხვადასხვა სადაზღვევო მიმართულება მიმდინარე წელსაც ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს.

„დაზღვევა როგორც ყველა სხვა ეკონომიკის სფერო ზოგად მაკროეკონომიკურ სიტუაციაზე დამოკიდებულია - სამეზობლოში როგორი მდგომარეობაა და კი ვხედავთ რა მდგომარეობაც არის - ეს ომები იწვევენ გარკვეულ რყევებს, მაგრამ საქართველოს ეკონომიკამ ყველაზე კარგად გაუძლო. ასეთი ზრდა ევროპის არცერთ ქვეყანას და სამეზობლოში არავის არ აქვს და ინფლაციური თვალსაზრისით. ამიტომ თუ ეს ტენდენცია მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იქნება, ანუ გარე ფაქტორები სერიოზულ რყევებს ზოგადად არ გამოიწვევენ, მაშინ დაზღვევის სფეროც თავისთავად ასეთივე ტემპით განაგრძობს ზრდას. მგონია, რომ უცხოელების დაინტერესებაც არის, ახლა ჩვენი  სამსახური და მე პირადად ჩართული ვარ, გახლავართ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მსოფლიოს ზედამხედველთა ორგანიზაციის, ევროპას წარმოვადგენ ჩემს სლოვენიელ კოლეგასთან ერთად. ძაან ბევრი საკითხები იქ სხვადასხვა ტენდენციების კვლევაც კი მიდის როგორ უნდა განვითარდეს და ის რეკომენდაციებიც გვაქვს მათგან, როგორ უნდა წავიდეთ - ზედამხედველობა როგორ განვახორციელოთ, თვითონ ბაზარი როგორ განვავითაროთ. მგონია, რომ ტრენდი, ყველა მიმართულება მზარდი იქნება წელსაც“, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა განაგრძო ზრდა 2026 წლის პირველ ნახევარშიც და მიაღწია 2.74 მილიარდ ლარს - სებ

22.09.2026.19:00

საქართველოს კაპიტალის ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ანალიტიკური კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრის მიმოხილვის პერიოდულად გამოქვეყნებას აგრძელებს.

პუბლიკაცია რეგულარულად, წელიწადში ორჯერ ქვეყნდება. წარმოდგენილი ანგარიში საქართველოს კაპიტალის ბაზრის 2026 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობას ასახავს.

პუბლიკაციის მიზანია, ბაზრის მონაწილეებს, მკვლევრებსა და ფართო საზოგადოებას მიაწოდოს მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაცია საქართველოს კაპიტალის ბაზრის ძირითად ტენდენციებზე, სტრუქტურულ თავისებურებებზე, ზრდის პოტენციალსა და არსებულ გამოწვევებზე.

ანგარიში წარმოადგენს საქართველოს კაპიტალის ბაზრის ფართო სურათს, თუმცა ფოკუსირდება ადგილობრივ ობლიგაციების ბაზრებზე, განსაკუთრებით სახელმწიფო ფასიან ქაღალდებსა და საჯარო კორპორატიულ ობლიგაციებზე. დოკუმენტი მიმოიხილავს ბაზრის სტრუქტურას, მიმდინარე ტენდენციებს, ინვესტორთა ბაზას, მფლობელობის სტრუქტურასა და მეორადი ბაზრის აქტივობას. საუბარია ასევე კაპიტალის ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე. ანგარიში დამატებით განიხილავს ფინანსური ინსტიტუტების ფართო სპექტრის - მათ შორის, კომერციული ბანკების, საინვესტიციო ფონდებისა და საქართველოს საპენსიო ფონდის როლს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ბაზრის ლიკვიდურობის გაღრმავებასა და ინვესტორთა ბაზრის გაფართოებაში.

,,აქტიური სახაზინო ობლიგაციების ბაზარი კრიტიკულად მნიშვნელოვანია კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის განვითარებისთვის: სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის მრუდი მნიშვნელოვანი ბენჩმარკია კორპორაციული ობლიგაციების ფასწარმოქმნისთვის. ჩვეულებრივ, სახაზინო ობლიგაცია, როგორც ყველაზე ნაკლებად რისკიანი ფასიანი ქაღალდი ქვეყანაში, საბანკო დეპოზიტის პირველი
ფინანსური ალტერნატივაა ინვესტორებისთვის. როგორც წესი, პირველ რიგში ინვესტიციის ალტერნატივად თავს იმკვიდრებს სახაზინო ობლიგაცია, რასაც მოჰყვება ინვესტორების დანაზოგების განთავსება შედარებით უფრო რისკიან აქტივებში, მაგალითად, როგორიცაა კორპორაციული ობლიგაციები. ადგილობრივი სახაზინო ფასიანი ქაღალდების ბაზარი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა:
ადგილობრივი სახაზინო ობლიგაციების ნაშთი 2025 წლის ბოლოს არსებული
11.4 მილიარდი ლარიდან 2026 კვ-2 ბოლოს 12.4 მილიარდ ლარამდე
გაიზარდა. 2025 წლის ბოლოს ბაზრის ზომა მშპ-ს დაახლოებით 11%-ს
შეადგენდა”, - წერს სებ-ი.

ანგარიშის თანახმად, სახაზინო ობლიგაციების მფლობელობის სტრუქტურა
ხასიათდება ინსტიტუციური ინვესტორების მაღალი წილითა და ბოლო პერიოდში, არარეზიდენტი ინვესტორების წილის ზრდადი ტენდენციით: სახაზინო ფასიანი ქაღალდების უმეტეს ნაწილს კვლავ კომერციული ბანკები, ეროვნული ბანკი და საპენსიო ფონდი ფლობენ, რომელთა ჯამური წილი 2026 კვ2-ის ბოლოს 89%-ს შეადგენდა. აღნიშნული ინვესტორები, როგორც წესი, ამჯობინებენ ობლიგაციების ფლობას ვადის გასვლამდე, რის გამოც, სავაჭრო აქტივობა მეორად ბაზარზე არის დაბალი.

,,საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა განაგრძო ზრდა 2026 წლის პირველ ნახევარშიც და მიაღწია 2.74 მილიარდ ლარს: 2026 წლის პირველ ნახევარში, 5 ემიტენტის მიერ საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული 8 ობლიგაციის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 385 მილიონი ლარი (იხ. გრაფიკი 4), რაც 2.6-ჯერ აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 150 მილიონ ლარს. ახალი ემისიების 49% (ღირებულებით), რაც შეადგენდა დაახლოებით 190 მილიონ ლარს, განხორციელდა აწარმოე საქართველოს პროგრამის მხარდაჭერით”, - აღნიშნავს სებ-ი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა