მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.2
0.0034
flag
AZN 1.537
0
flag
CNY 38.931
0
flag
EUR 3.0374
0.001
flag
GBP 3.5377
0.0018
flag
KZT 57.52
0.0018
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6128
0.0002
news banner

საერთაშორისო აღიარება საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ინოვაციების ავანგარდში აყენებს და მის რეგიონული ჰაბის ამბიციას ამტკიცებს - ვარლამ ებანოიძე

news image
mbc image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურენციისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული განსხვავებული მიდგომისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რაც ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარების და რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ამბიციას კიდევ ერთხელ ადასტურებს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული ჯილდო საქართველოს ეროვნული ბანკის განსხვავებული მიდგომის საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც კონკურენციისა და ინოვაციების ხელშეწყობას ეფუძნება.

„როგორც წესი, ისეთ კონცენტრირებულ ბაზრებზე, როგორიც საქართველოს საბანკო სისტემაა, სხვა ქვეყნის რეგულატორები უფრო უხეში ინტერვენციების მექანიზმებს იყენებენ, ჩვენ კი პირველადი ხელშესახები შედეგები ე.წ. არაქირურგიული მეთოდებით მივიღეთ"- აღნიშნა ვარლამ ებანოიძემ.

მისივე შეფასებით, ამ შედეგების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგულირების ლაბორატორიამ (Regulatory Sandbox), რომელიც ახალ კომპანიებს ტექნოლოგიების რეალურ გარემოში გამოცდის შესაძლებლობას აძლევს, ასევე ღია ბანკინგის ინფრასტრუქტურამ, რომელმაც გადახდებისა და მონაცემთა გაცვლის ალტერნატიული მექანიზმები შექმნა.

ვარლამ ებანოიძის განცხადებით, ამ ინსტრუმენტების ერთობლიობამ ბაზარზე ახალი მოთამაშეების დამკვიდრებას შეუწყო ხელი. მისი თქმით, ფინტექ კომპანიებმა შეძლეს ონლაინ კონვერტაციისა და QR-გადახდების მიმართულებით ოპერირების დაწყება, ხოლო მცირე ბანკებმა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებლების მოზიდვის დამატებითი შესაძლებლობები მიიღეს.

„ყოველივე ეს ნამდვილად საქართველოს ეროვნულ ბანკს ინოვაციების ავანგარდში აყენებს არა მარტო რეგიონში, არამედ რეგიონს მიღმა და საქმით ამტკიცებს ჩვენს ამბიციებს რეგიონალურ ჰაბთან მიმართებაში", დასძინა ვარლამ ებანოიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ის მიერ ორგანიზებულ Global Banking & Finance Awards® 2026-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში „Excellence in Innovation - Open Banking & Regulatory Sandbox Ecosystem Georgia 2026". აღნიშნული ჯილდო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების განვითარების, ღია ბანკინგის ეკოსისტემის ჩამოყალიბებისა და რეგულირების ლაბორატორიის (Regulatory Sandbox) განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების საერთაშორისო აღიარებაა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა

07.09.2026.19:56

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევსა და კომპანია KTZ Express - ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აიბეკ კაპარსშეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზებს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა და საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ქაჯაია.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა